მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. FIFA მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო ბეჭდებს გადასცემს
FIFA მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო ბეჭდებს გადასცემს

FIFA მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო ბეჭდებს გადასცემს

BM.GE18 ივლისი, 2026, 00:30|bm.ge

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ორი დღე რჩება - 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში ერთმანეთს არგენტინა და ესპანეთი დაუპირისპირდებიან, ოქროს მედლებთან ერთად კი გამარჯვებულები საჩემპიონო ბეჭდებსაც მიიღებენ.

როგორც ეს 4 წამყვან ჩრდილოამერიკულ ლიგაშია დამკვიდრებული (ჰოკეი, ამერიკული ფეხბურთი, კალათბურთი, ბეისბოლი), პირველად FIFA-ს მიერ ორგანიზებული ტურნირების ისტორიაში გამარჯვებულებისთვის საჩემპიონო ბეჭდები დამზადდება.

2026 ბეჭდიდან 30 გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა, 1996 ბეჭედი კი ფიფას ვებგვერდზე გაიყიდება. ბეჭდის ერთ მხარეს მსოფლიო ჩემპიონატის თასი იქნება აღბეჭდილი, მეორე მხარეს კი დიზაინი გამარჯვებული გუნდის იდენტობას გაუსვამს ხაზს. თითოეული ბეჭედი იქნება დანომრილი, ფეხბურთელის თითის ზომაზე მორგებული და მას მოჰყვება ნამდვილობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

ფინალის დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი დროებით ბეჭდებს მიიღებენ, 30 ბეჭედი კი ჩემპიონებს მოგვიანებით, საზეიმო ვითარებაში გადაეცემა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა მოხდება, თუ ჰუსიტები ბაბ-ელ-მანდების სრუტეს ჩაკეტავენ?

რა მოხდება, თუ ჰუსიტები ბაბ-ელ-მანდების სრუტეს ჩაკეტავენ?

BM.GE

Visa-მ ბანკებისთვის სტეიბლკოინების პლატფორმა წარადგინა

Visa-მ ბანკებისთვის სტეიბლკოინების პლატფორმა წარადგინა

BM.GE

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

BM.GE

Netflix-მა ინვესტორების მოლოდინები ვერ გაამართლა

Netflix-მა ინვესტორების მოლოდინები ვერ გაამართლა

BM.GE