
FIFA-ს გადაწყვეტილებით, არგენტინა-ესპანეთის ფინალის გამარჯვებულებს საჩუქრად ბეჭდებს გადასცემენ
FIFA-ს გადაწყვეტილებით,დღეს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, გამარჯვებულ გუნდს სპეციალურ ბეჭდებს გადასცემენ. აღნიშნულ მატჩს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება.
გამარჯვებულებისთვის ბეჭდების გადაცემა ამერიკულ სპორტში მიღებული ტრადიციაა, რომელსაც, მაგალითად, NFL-ის „სუპერბოულის“ ჩემპიონები იღებენ. მსოფლიო ჩემპიონებისთვის სულ 30 ბეჭედი დამზადდება, დამატებით 1 996 ბეჭედი კი გულშემატკივრებისთვის გაიყიდება. თითოეული ბეჭდის დიზაინში მსოფლიო თასის მინიატურული ვერსია და გრავირება იქნება დატანილი.
მატჩს დაესწრება და ჩემპიონებს თასს თავად პრეზიდენტი ტრამპი გადასცემს. ის მიმდინარე ჩემპიონატზე გამართული 102 მატჩიდან ჯერ არცერთზე არ ყოფილა და გამოტოვა აშშ-ის ნაკრების ყველა თამაში, სანამ გუნდი მერვედფინალში ბელგიასთან არ გამოვარდა.
ინფანტინოსა და ტრამპის ურთიერთობა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდ სკანდალად იქცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა FIFA-ს ხელმძღვანელს ტელეფონით სთხოვა ამერიკელი თავდამსხმელის, ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის გადახედვა.
ბალოგუნისთვის ავტომატური დისკვალიფიკაციის გაუქმების გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რამაც ტურნირის ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ბალოგუნს ბელგიასთან პლეი-ოფის მატჩში თამაშის უფლება დართეს, თუმცა აშშ-ის ნაკრები მაინც დიდი ანგარიშით, 1:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების მსგავსი სააპელაციო მოთხოვნების მიუხედავად, მიმდინარე ჩემპიონატზე სხვა არცერთი წითელი თუ ყვითელი ბარათი არ გაუქმებულა.