მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ
ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ

ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ

ფორმულა|formulanews.ge

ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, ამის შესახებ განცხადებას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისა და ომის დასრულების მიზნით, ასევე ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის საკითხები განიხილეს.

ნათქვამია, რომ ფინეთი და ნორვეგია რუსეთს ესაზღვრებიან და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან. სატელეფონო საუბრის მიზანი პრეზიდენტ პუტინისთვის სამომავლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გზავნილების უშუალოდ გადაცემა იყო, რათა ხელი შეეწყოთ ომის დასრულებისთვის. საუბარი აბუ-დაბიში დაგეგმილ მომავალ შეხვედრებს უკავშირდებოდა.

სტუბი და სტორე საუბარში საკუთარი ქვეყნების ლიდერების რანგში მონაწილეობდნენ და მთელი ევროპის სახელით არ საუბრობდნენ.

ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფინეთი და ნორვეგია უკრაინის მრავალწლიან მხარდაჭერას გააგრძელებენ. მათ ასევე განაცხადეს, რომ ომი უნდა დასრულდეს და მოლაპარაკებები უნდა განახლდეს.

"ნორვეგია და ფინეთი ყოველთვის ხელს უწყობდნენ თავიანთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ორივე ქვეყანას საერთო ინტერესი აქვს ბალტიის ზღვის რეგიონსა და შორეულ ჩრდილოეთში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის შენარჩუნების კუთხით. ეს საკითხი სატელეფონო საუბრის დროსაც გამოიკვეთა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"დისკუსია გულწრფელი და შინაარსიანი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ გავლენას მოახდენს როგორც ჩვენს, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა

"ომს ადამიანური და მატერიალური თვალსაზრისით უზარმაზარი დანაკარგები მოაქვს. ტანჯვა და ნგრევა მომავალ თაობებზეც მოახდენს გავლენას. სატელეფონო საუბრისას ჩვენ დეესკალაციის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი", - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პუტინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში რუსული დიზელის პირველი პარტია გაიგზავნაBM.GE
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • აშშ თუ პუტინის მხარეს დაიკავეს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკირუსთავი 2
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
პუტინის →

მსგავსი სტატიები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ფორმულა

ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს: ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები [ციხეში]

ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს: ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები [ციხეში]

ფორმულა

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

ფორმულა

იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინა

იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინა

ფორმულა