მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფლორიდის შტატი OpenAI-სა და სემ ოლტმენს სასამართლოში უჩივის
ფლორიდის შტატი OpenAI-სა და სემ ოლტმენს სასამართლოში უჩივის

ფლორიდის შტატი OpenAI-სა და სემ ოლტმენს სასამართლოში უჩივის

BM.GE4 ივნისი, 2026, 01:26|bm.ge

ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა ჯეიმს უთმეიერმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებული სტარტაპის, OpenAI-ისა და მისი გენერალური დირექტორის, სემ ალტმანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

არსებული ინფორმაციით, სარჩელი ეხება კომპანიის მთავარ AI ჩეთბოტ ChatGPT-ს, რომელიც, პროკურორის შეფასებით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობს და მომხმარებლებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. უთმეიერის განმარტებით, ჩეთბოტი მკვლელებს მასობრივი თავდასხმების დაგეგმვაში ეხმარება. სარჩელის მიხედვით, ChatGPT-მ რამდენიმე ადამიანი უკვე მიიყვანა თვითმკვლელობამდე. უთმეიერი მიიჩნევს, რომ დასახელებული პრობლემები უკავშირდება ფაქტს, რომ სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის რბოლაში გამარჯვებას უპირველეს პრიორიტეტად აცხადებს და დიდი ფინანსური სარგებლის მიღებისთვის მზადაა, უგულებელყოს უსაფრთხოების ნორმებიც კი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფლორიდა პირველი ამერიკული შტატია, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა და OpenAI-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. პროკურატურა სემ ოლტმენისთვის პერსონალური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. უთმეიერის განცხადებით, ხელმძღვანელმა ადამიანების სიცოცხლისთვის არსებული რისკების სრულად უგულებელყოფის გამო პასუხი უნდა აგოს. აღსანიშნავია, რომ ჯეიმს უთმეიერმა OpenAI-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. ეს პროცესი კი ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წელს მომხდარ მასობრივ სროლას უკავშირდება, რომლის გამოძიებისასაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელისა და ჩეთბოტის საეჭვო მიმოწერებს მიაგნეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობსრუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს - ქვეყნის მასშტაბით სასამართლო პროცესები ფაქტობრივად ყოველდღიურად ტარდებაიმედი
  • საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტიაფორმულა
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

BM.GE