მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Ford-ი კენტუკიში მონაცემთა ცენტრებისთვის ბატარეების დამზადებას იწყებს
Ford-ი კენტუკიში მონაცემთა ცენტრებისთვის ბატარეების დამზადებას იწყებს

Ford-ი კენტუკიში მონაცემთა ცენტრებისთვის ბატარეების დამზადებას იწყებს

BM.GE14 მაისი, 2026, 02:25|bm.ge

ამერიკულმა საავტომობილო გიგანტმა, Ford Motor Company-მ ენერგეტიკული შვილობილი კომპანია შექმნა და ის მონაცემთა ცენტრებისთვის ბატარეებს გამოუშვებს.

როგორც ირკვევა, ახალი მიმართულება კენტუკის შტატში მდებარე ქარხანაში ენერგიის შენახვის სისტემების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. კომპანია მიზნად წლიურად 20 გიგავატ-საათის მოცულობის ბატარეების წარმოებასა და რეალიზებას ისახავს. დამკვეთებისთვის პირველი პროდუქციის მიწოდება კი 2027 წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელია.

რაც შეეხება თავად პროდუქტის ტექნიკურ მხარეს, საუბარია სტანდარტული კონტეინერის ზომის ბატარეაზე, რომელსაც DC Block-ი ერქმევა. მოწყობილობა ლითიუმ-რკინა-ფოსფატის პრიზმატულ ელემენტებზე იმუშავებს. არსებული ინფორმაციით, ბატარეების ნომინალური ენერგეტიკული ტევადობა 5.45 მეგავატ-საათი იქნება. კომპანია ბაზარს ორ სხვადასხვა ვერსიას, FE-250-სა და FE-450-ს შესთავაზებს. თითოეული ერთეული თხევადი გაგრილების სისტემითა და მართვის სპეციალური მექანიზმით აღიჭურვა. მოწყობილობების საექსპლუატაციო ვადა კი 20 წლით განისაზღვრება.

საგულისხმოა, რომ ენერგიის სტაციონარული საცავებისთვის ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ქიმიის გამოყენება ეკონომიკურად მომებიანია. ამ ტიპის ბატარეები მაღალი თერმული სტაბილურობითა და ხანგრძლივი სამუშაო ციკლით გამოირჩევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნებაფორმულა
  • სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარებარუსთავი 2
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE