მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფოსტას" შუამავლებიდან სერვისების დაბრუნებით წლიურად დამატებით ₾14.2 მილიონის შემოსავალი ექნება
"ფოსტას" შუამავლებიდან სერვისების დაბრუნებით წლიურად დამატებით ₾14.2 მილიონის შემოსავალი ექნება

"ფოსტას" შუამავლებიდან სერვისების დაბრუნებით წლიურად დამატებით ₾14.2 მილიონის შემოსავალი ექნება

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 16:47|bm.ge

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საქართველოს ფოსტაში“ გატარებული ცვლილებების შედეგად კომპანია მიმდინარე წელს პირველად მიიღებს მოგებას. მისი თქმით, ფოსტიდან შუამავალ კომპანიებში გატანილი რიგი სერვისები კომპანიაში დაბრუნდა, რაც მთავრობის შეფასებით, „საქართველოს ფოსტას“ ყოველწლიურად დამატებით 14.2 მლნ ლარის შემოსავალს მოუტანს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანიამ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად 2.5 მლნ ლარი დაზოგა, ხოლო წაგებიანი სერვისცენტრების ოპტიმიზაციით კიდევ 1.1 მლნ ლარის ეკონომია მიიღო. პრემიერის თქმით, ფოსტაში ასევე აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია, რაც კომპანიისთვის დამატებით 1.3 მლნ ლარის შემოსავალს შექმნის. საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის „თურქეთის ავიახაზებთან“, გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სხვა ავიაკომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად კი, მისი შეფასებით, შემოსავლები კიდევ 4.4 მლნ ლარით გაიზრდება.

„შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14.2 მლნ ლარის შემოსავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ შუამავალი კომპანიების გამოყენება, მისი შეფასებით, „კორუფციის კარგი საშუალება იყო“ და ამ საკითხის შესწავლა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა.

„საქართველოს ფოსტის“ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2025 წელი 8.6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როდესაც 2024 წელს 864 ათასი ლარის მოგება ჰქონდა. 2025 წელს კომპანიის ამონაგებმა 82.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.5%-ით ნაკლებია. შემოსავლების შემცირების ძირითადი მიზეზი საფოსტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის 55.8 მლნ-დან 52.3 მლნ ლარამდე კლება იყო. ამავე პერიოდში გადაზიდვებისა და საამანათო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 29.3 მლნ-დან 29.7 მლნ ლარამდე გაიზარდა.

2025 წელს კომპანიის პერსონალზე გაწეული ხარჯი 39.7 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 4 მლნ ლარით მეტია. წლის ბოლოს „საქართველოს ფოსტის“ აქტივების მოცულობა 92.7 მლნ ლარი, საკუთარი კაპიტალი 71.2 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებები 21.4 მლნ ლარი იყო. დაგროვილმა ზარალმა 20.6 მლნ ლარს მიაღწია. პრემიერის განცხადებით, მიმდინარე წლის შედეგი ამ მაჩვენებლების ფონზე პირველად უნდა გადავიდეს მოგების ზონაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EBRD-ის €6.5-მილიონიანი დაფინანსებით, მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა

EBRD-ის €6.5-მილიონიანი დაფინანსებით, მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა

BM.GE

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი $105.6 მილიარდამდე გაიზარდა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი $105.6 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

BM.GE

სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $26 მილიონით, $8.17 მილიარდამდე გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $26 მილიონით, $8.17 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE