
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
BM.GE|bm.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების თანახმად, შეზღუდვის მიზეზი თოვლი და ლიპყინულია.
ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge