მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს
უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს

უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს

BM.GE24 ოქტომბერი, 2026, 19:08|bm.ge

თანამგზავრული კავშირის სისტემა Starlink-ი და მისი სამხედრო ვერსია Starshield-ი ერთკვირიანი შეზღუდვების შემდეგ კვლავ 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ფუნქციონირებს - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს განაცხადა.

"თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სისტემები Starlink/Starshield-ისთვის სიჩქარის ნორმალურ მაჩვენებლებზე დაბრუნებას აფიქსირებს. კავშირი სტაბილურია", - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ევგენი ხმარამ.

უკრაინელი სამხედროები სისტემების მუშაობის მაქსიმალურ სიჩქარეს არ ასაჯაროებენ, ხოლო თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, აღდგა თუ არა მომსახურება სრულად. უწყებაში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ მონიტორინგის სისტემებმა ადრე მუშაობაში შეფერხებები დააფიქსირა, ამჟამად კი სიჩქარის პარამეტრები ნორმას დაუბრუნდა.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, შეზღუდვებმა, რომელთა შესახებაც პირველად 14 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რუსული დამრტყმელი დრონების ჩამოგდების შესაძლებლობა შეასუსტა და ფრონტის ხაზზე კავშირი შეაფერხა. წყაროების ცნობით, მოძრაობისას სისტემის მუშაობის სიჩქარე 160 კმ/სთ-მდე ან უფრო დაბალ მაჩვენებლამდე იყო შემცირებული.

SpaceX-ის მფლობელობაში არსებულ Starlink-თან დაკავშირებული პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსული დიზელის შესყიდვის შეთანხმება გამოაცხადა, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები გააუქმა და პარალელურად უკრაინას რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე იერიშების შეწყვეტა მოსთხოვა.

არც SpaceX-ის ხელმძღვანელ ილონ მასკს და არც აშშ-ის მთავრობას უკრაინაში Starlink-ისა თუ Starshield-ის შეზღუდვაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ. ორივე მხარე საჯაროდ აცხადებდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მეორეს შეეძლო.

თუმცა სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვის ბრძანება უშუალოდ თეთრი სახლიდან გაიცა.

პარასკევს ტრამპმა განაცხადა, რომ თუ უკრაინაში Starlink-ის საკომუნიკაციო სისტემებზე წვდომის პრობლემები გაგრძელდებოდა, ის "ამ საკითხს მოაგვარებდა".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 228 სტატია.

  • მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიაფორმულა
  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • "არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა, ალბათ არის რაღაც საფუძვლიანი განსხვავება" - გიორგი ჭანტურია მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?

აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?

BM.GE

"მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?

"მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?

BM.GE

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

BM.GE

ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში რუსული დიზელის პირველი პარტია გაიგზავნა

ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში რუსული დიზელის პირველი პარტია გაიგზავნა

BM.GE