მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?
"მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?

"მიხარია, რომ უნგრეთში ვარ" - რა განიხილა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიართან?

BM.GE24 ოქტომბერი, 2026, 18:48|bm.ge

"იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე ჰქონდა შესაძლებლობა, საფუძვლიანად ესაუბრა ახალ პრემიერთან, პეტერ მადიართან ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე.

„ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელიც მიეძღვნა 70 წლისთავს უნგრეთის რევოლუციიდან. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებებში მივიღე მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე მქონდა შესაძლებლობა, რომ საფუძვლიანად მესაუბრა ახალ პრემიერთან ერთად, ბატონ მადიართან ერთად, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის", - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?

აკრძალული საღებავები სანელებლებში - რა გამოავლინა სურსათის სააგენტომ?

BM.GE

უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს

უკრაინის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ, Starlink-ი კვლავ სტაბილურად მუშაობს

BM.GE

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

BM.GE

ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში რუსული დიზელის პირველი პარტია გაიგზავნა

ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში რუსული დიზელის პირველი პარტია გაიგზავნა

BM.GE