მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფუფუნება აღარ გვაქვს, ინვესტორი ისევ ერთი ერთზე დავტოვოთ მოსახლეობასთან | ლევან ვეფხვაძე ხუდონჰესზე
ფუფუნება აღარ გვაქვს, ინვესტორი ისევ ერთი ერთზე დავტოვოთ მოსახლეობასთან | ლევან ვეფხვაძე ხუდონჰესზე

ფუფუნება აღარ გვაქვს, ინვესტორი ისევ ერთი ერთზე დავტოვოთ მოსახლეობასთან | ლევან ვეფხვაძე ხუდონჰესზე

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 12:41|bm.ge

მეორეჯერ ფუფუნება აღარ გვაქვს, იგივე შეცდომა დავუშვათ, როდესაც ინვესტორი ერთი ერთზე დავტოვეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე BMG-სთან, დიდი ჰესების მშენებლობის პერსპექტივასთან დაკავშირებით აცხადებს.

მისი თქმით, მიუხედავად წარსულში არსებული ნეგატიური გამოცდილებისა, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ენერგოსექტორისადმი ინტერესი კვლავ ნარჩუნდება, თუმცა გადამწყვეტი სწორედ ადეკვატური სატარიფო პოლიტიკა და რისკების სწორი გადანაწილება იქნება.

„ხუდონჰესზე ინტერესი მაღალია, ოღონდ, ის ნაწილი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციას უკავშირდება, ცხადია, ეს პრობლემა სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე. ჩვენ მეორეჯერ ფუფუნება აღარა გვაქვს იგივე შეცდომა დავუშვათ, როდესაც ინვესტორი დავტოვეთ ერთი-ერთზე ადგილობრივ მოსახლეობასთან. სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს ეს ნაწილი და მერე, ცხადია, ინვესტორს ექნება შესაძლებლობა თავისუფლად იმოქმედოს“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე BMG-სთან.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება GREDA-ს საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, რომლის თანახმადაც, განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის ნაწილი იმ ადგილობრივ თემებში დარჩება, სადაც ეს ობიექტები ფუნქციონირებს.

„ელექტროსადგურების მშენებლობის დროს არის რამდენიმე წინაპირობა. ერთ-ერთი - ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციაა და ამ კანონპროექტის მიზანი სწორედ ის არის, რომ მეტი ჩართულობა და მეტი სარგებელი იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთის - თუ ეს კანონი მივიღეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი ადგილობრივი მოსახლეობის გაიზრდება და პირიქით, პოზიტიურად შეიცვლება განწყობა ელექტროსადგურების მიმართ“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE