მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "G7-ის წევრები მზად ვართ, ჰორმუზის სრუტეში მისია ზავის ხელმოწერიდან 1-2 დღეში გავგზავნოთ" - მაკრონი
"G7-ის წევრები მზად ვართ, ჰორმუზის სრუტეში მისია ზავის ხელმოწერიდან 1-2 დღეში გავგზავნოთ" - მაკრონი

"G7-ის წევრები მზად ვართ, ჰორმუზის სრუტეში მისია ზავის ხელმოწერიდან 1-2 დღეში გავგზავნოთ" - მაკრონი

BM.GE16 ივნისი, 2026, 21:58|bm.ge

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ზავის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანა მის მოკავშირე G7-ის ქვეყნებთან ერთად მზად არის, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების მისია დაიწყოს.

ტელეკომპანია TF1-ის ეთერში სახელმწიფოს ლიდერმა განაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების ოფიციალურად ძალაში შესვლის შემდეგ, რეგიონში ავიამზიდ "შარლ დე გოლის" გაგზავნა უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი. ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პარიზი მზად არის სათვალთვალო მისიებში გამანადგურებელი თვითმფრინავები და ფრეგატებიც ჩართოს. ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა მაქსიმალური სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ და ყველაფერი გააკეთონ, რათა საერთაშორისო სამართალი დაიცვან და აღნიშნულ საზღვაო მონაკვეთზე გადასახადის დაწესება ყველანაირად აღკვეთონ.

საფრანგეთის ლიდერმა მედიას უთხრა ისიც, რომ მისი ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, სათავეში ჩაუდგნენ იმ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც საზღვაო დერეფანში ნავთობისა და გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის პოზიციას, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის თქმით, ლონდონი და პარიზი საზღვაო დერეფანში გემების უსაფრთხო გატარების პროცესში საკუთარ როლს აქტიურად შეასრულებენ. თუმცა როდის დაიწყებენ ისინი ამ ერთობლივ სამხედრო მისიას, ამის შესახებ ქვეყნის ლიდერს არაფერი უთქვამს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინა საბანკო სექტორს ევროკავშირის სტანდარტებთან 2028 წლისთვის დააახლოებს

უკრაინა საბანკო სექტორს ევროკავშირის სტანდარტებთან 2028 წლისთვის დააახლოებს

BM.GE

უახლოეს პერიოდში ბაზარზე „კაჭრეთის ყველის“ ბრენდით ახალი, ეტიკეტირებული პროდუქცია გამოჩნდება

უახლოეს პერიოდში ბაზარზე „კაჭრეთის ყველის“ ბრენდით ახალი, ეტიკეტირებული პროდუქცია გამოჩნდება

BM.GE

Microsoft-ს აქციონერები სასამართლოში უჩივიან - რას ედავებიან ტექ-გიგანტს?

Microsoft-ს აქციონერები სასამართლოში უჩივიან - რას ედავებიან ტექ-გიგანტს?

BM.GE

სემ ოლტმენმა ილონ მასკს მე-2 სასამართლო დავა მოუგო - რას ედავებოდა ტრილიონერი ChatGPT-ს შემქმნელს

სემ ოლტმენმა ილონ მასკს მე-2 სასამართლო დავა მოუგო - რას ედავებოდა ტრილიონერი ChatGPT-ს შემქმნელს

BM.GE