მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 05:06|bm.ge

7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. მათივე ცნობით, გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა. "ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს. აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაეროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • გაერო: წლის პირველი 8 თვის განმავლობაში უკრაინაში ომის შედეგად 15 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა და დაშავდაიმედი
  • დავით სონღულაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტრებიუკს შეხვდარუსთავი 2
  • გაეროს ტრიბუნიდან ცარიელი ლოზუნგები მოვისმინეთ, რეალობა სხვაა — ხოკრიშვილინეტგაზეთი
  • Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეატვ პირველი
გაეროს →

მსგავსი სტატიები

რატომ შეაჩერა Google-მა ფინეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობა?

რატომ შეაჩერა Google-მა ფინეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობა?

BM.GE

OpenAI-მ $30-მილიარდიანი დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებები საამიროებთან დაიწყო

OpenAI-მ $30-მილიარდიანი დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებები საამიროებთან დაიწყო

BM.GE

AirTrunk-მა იაპონიის მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

AirTrunk-მა იაპონიის მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

BM.GE

რას მოიცავს Black Hills-ისა და Google-ის $1.8 მილიარდიანი გარიგება?

რას მოიცავს Black Hills-ისა და Google-ის $1.8 მილიარდიანი გარიგება?

BM.GE