მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი
გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი

გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 01:00|bm.ge

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოში კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით უკუსვლაა.

ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის კომპლექსური რეფორმა კვლავ არ განხორციელებულა, ხოლო ხელისუფლების მიერ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების კონცენტრაცია და სასამართლოს გაუმჭვირვალობა კიდევ უფრო გააძლიერა.

ევროკომისია განსაკუთრებით აკრიტიკებს 2025 წლის დეკემბერში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს. გაუქმდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებების გამოქვეყნების ვალდებულება, ხოლო მოსამართლეთა დანიშვნის კენჭისყრა ღია სხდომების ნაცვლად დახურულ ფორმატში, ფარული კენჭისყრით უნდა ჩატარდეს. ამასთან, შეიზღუდა მოსამართლეთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა.

სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების შესუსტების მაგალითად ევროკომისია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ასახელებს. დისციპლინური საქმეების შესწავლა და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში ხდება. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საბჭო სხდომების ოქმებსა და გადაწყვეტილებებსაც არ აქვეყნებდა.

"სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა არასაკმარისია როგორც ზემდგომი ინსტანციის, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოებში. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, სასამართლო სისტემის საფუძვლიანი და კომპლექსური რეფორმის მიმართულებით პროგრესი არ ყოფილა. საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს რეფორმირება, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა.

2025 წლის დეკემბერში კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილებების შემდგომ კონცენტრაციას და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესუსტებას. მოსამართლეთა დანიშვნის კენჭისყრის დახურულ სხდომებზე გადატანა მნიშვნელოვნად ამცირებს პროცესის გამჭვირვალობას.

სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულება არასაკმარისია. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვნად შესუსტდა“.

ევროკომისია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებითაც პრობლემებზე მიუთითებს. სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენები ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე გამოიცემა, ადვოკატებს გამოძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეზღუდებათ და საქმეების განხილვა ჭიანურდება. 2025 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე იურიდიული დახმარება მხოლოდ 0.63 შემთხვევაში გაიცა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო არ ასრულებს რეკომენდაციებს პროკურატურის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის, გენერალური პროკურორის დანიშვნისთვის კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნის დაწესების შესახებ.

სასამართლო სისტემის ეფექტიანობის პრობლემად რჩება საქმეების გაჭიანურებაც. 2025 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში არაკრიმინალური საქმეების განხილვის საშუალო ხანგრძლივობა 386 დღე იყო, მეორე ინსტანციაში კი 161 დღე. ევროკომისია გამოწვევად მოსამართლეთა ვაკანტურ პოზიციებსა და სასამართლოებში დაგროვილი საქმეების დიდ რაოდენობასაც ასახელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალიაფორმულა
  • საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა - ირაკლი ზარქუარუსთავი 2
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →სასამართლოში →

მსგავსი სტატიები

„ეს ყველაფერი ინფანტილური პოლიტიკაა“ - კახა გოგოლაშვილი პრემიერის ინტერვიუზე Euronews-თან

„ეს ყველაფერი ინფანტილური პოლიტიკაა“ - კახა გოგოლაშვილი პრემიერის ინტერვიუზე Euronews-თან

BM.GE

უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

BM.GE

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE

ყველა კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება - ხიდურელი

ყველა კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება - ხიდურელი

BM.GE