მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 00:50|bm.ge

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის - Shanghai International Port Group-ის (SIPG) ვიცე-პრეზიდენტს ჟენ ჟუეის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თამარ იოსელიანი შანხაის პორტის ოპერირების თანამედროვე სისტემებს, ტვირთების გადამუშავებისა და მართვის, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური სერვისების ურთიერთკავშირსა და კოორდინაციის პროცესებს გაეცნო.

"მინისტრის მოადგილის განცხადებით, შანხაის პორტი მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საკონტეინერო პორტი და საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ცენტრია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით, ეფექტიანი საოპერაციო სისტემებითა და საპორტო ინფრასტრუქტურის მართვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა.

მისივე თქმით, შანხაის პორტის გამოცდილების გაცნობა მნიშვნელოვანია საქართველოს საპორტო სექტორის განვითარების, საოპერაციო ეფექტიანობის ამაღლებისა და თანამედროვე მართვის პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დამაკავშირებელი რგოლის, როლის გაძლიერებას", - ნათქვამია პრესრელიზში.

შეხვედრაში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მონაწილეობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრარუსთავი 2
  • გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვაფორმულა
  • გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილე აღარაანეტგაზეთი
  • ილიაუნის სტუდენტები მინისტრს უნივერსიტეტში იბარებენტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

„ეს ყველაფერი ინფანტილური პოლიტიკაა“ - კახა გოგოლაშვილი პრემიერის ინტერვიუზე Euronews-თან

„ეს ყველაფერი ინფანტილური პოლიტიკაა“ - კახა გოგოლაშვილი პრემიერის ინტერვიუზე Euronews-თან

BM.GE

უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

BM.GE

გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი

გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი

BM.GE

ყველა კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება - ხიდურელი

ყველა კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება - ხიდურელი

BM.GE