მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?
უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 01:11|bm.ge

უნგრეთს 2027 წლის შემოდგომისთვის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტა მოუწევს, რადგან ევროკავშირმა მკაცრი ვადა დააწესა - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა 3 ნოემბერს გამოცემა Telex-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბუდაპეშტი ნავთობის ალტერნატიულ წყაროებსაც ეძებს. როგორც ანიტა ორბანმა აღნიშნა, უნგრული ენერგოკომპანია MOL-ი საკუთარ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს არარუსული ნედლი ნავთობის გადასამუშავებლად ამზადებს, ნედლეულის ტრანსპორტირება კი სამხრეთიდან, ხორვატიის JANAF-ის მილსადენით ხდება.

"შეერთებულმა შტატებმა უნგრეთი რუსული კომპანიებისგან (Lukoil და Rosneft) ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული სანქციებიდან დროებით გაათავისუფლა. ეს გამონაკლისი მხოლოდ 21 ნოემბრამდე მოქმედებს. შედეგად, MOL-ი უკვე ცვლის საოპერაციო პროცესებს, რათა ნავთობი სხვა მომწოდებლებისგან შეიძინოს", - აღნიშნა ორბანმა.

კიდევ ერთი საკითხი MOL-ის მიერ სერბეთის ნავთობკომპანია NIS-ში Gazprom-ის წილის შესაძლო შესყიდვაა - აღნიშნული კომპანია სერბეთში ერთადერთ გადამმუშავებელ ქარხანას ფლობს).

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მოლაპარაკებების წარმოებაზე ნებართვა 11 დეკემბრამდე გასცა. ორბანმა მოლაპარაკებების დეტალებზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა დასძინა, რომ მისი რწმენით, ყველა მხარე მტკიცედ არის განწყობილი, გარიგება დროულად დაასრულოს.

კითხვაზე, აგრძელებს თუ არა პარტია Tisza-ს მიერ მართული ახალი მთავრობა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ენერგეტიკულ პოლიტიკას, მინისტრმა უპასუხა, რომ ზოგიერთი ეროვნული ინტერესი ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად არ იცვლება.

"არსებობს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც მთავრობის შეცვლით არ იცვლება, როგორიცაა, მაგალითად, ქვეყნის უსაფრთხოება", - განაცხადა მან.

2025 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც 2027 წლის შემოდგომისთვის რუსულ გაზზე სრულ უარის თქმას ითვალისწინებს. 2026 წლის 26 იანვარს ევროკავშირის ქვეყნებმა გეგმას საბოლოო თანხმობა მისცეს. უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს და იმავე დღეს განაცხადეს, რომ მას ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში გაასაჩივრებდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალიაფორმულა
  • საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა - ირაკლი ზარქუარუსთავი 2
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ყველაფერი ინფანტილური პოლიტიკაა“ - კახა გოგოლაშვილი პრემიერის ინტერვიუზე Euronews-თან

„ეს ყველაფერი ინფანტილური პოლიტიკაა“ - კახა გოგოლაშვილი პრემიერის ინტერვიუზე Euronews-თან

BM.GE

გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი

გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი

BM.GE

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE

ყველა კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება - ხიდურელი

ყველა კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება - ხიდურელი

BM.GE