მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყველა კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება - ხიდურელი
ყველა კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება - ხიდურელი

ყველა კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება - ხიდურელი

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 00:40|bm.ge

ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ მსხვილ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან და ასევე სხვა დარგის კომპანიებთანაც.

“ყველა ეს კომპანია მოვიწვიეთ საქართველოს ეროვნულ პავილიონში, რომელიც ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიხსნება. წელს საქართველო გამოფენაზე სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი - ეროვნული, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურასა და პოტენციალს წარმოაჩენს და ორი ბიზნეს პავილიონი. ჯამში გამოფენაში ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერით 37 ქართული ექსპორტიორი კომპანია მონაწილეობს“ - ამბობს მიხეილ ხიდურელი, რომლის განცხადებასაც ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარდგება, სადაც ქართული კომპანიები საერთაშორისო მყიდველებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ, რაც ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ყველაფერი ინფანტილური პოლიტიკაა“ - კახა გოგოლაშვილი პრემიერის ინტერვიუზე Euronews-თან

„ეს ყველაფერი ინფანტილური პოლიტიკაა“ - კახა გოგოლაშვილი პრემიერის ინტერვიუზე Euronews-თან

BM.GE

უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

უნგრეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე უარისთვის ემზადება - რა ვადა დაუწესა ევროკავშირმა?

BM.GE

გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი

გაიზარდა სასამართლოს გაუმჭვირვალობა, რეფორმა კვლავ არ განხორციელდა - ევროკავშირი

BM.GE

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შანხაის პორტის ოპერატორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE