მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გახსნა 3 თვის წინაც შეგვეძლო, თუმცა სამუშაო არ აკმაყოფილებდა ხარისხს. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - მინისტრი
გახსნა 3 თვის წინაც შეგვეძლო, თუმცა სამუშაო არ აკმაყოფილებდა ხარისხს. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - მინისტრი

გახსნა 3 თვის წინაც შეგვეძლო, თუმცა სამუშაო არ აკმაყოფილებდა ხარისხს. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - მინისტრი

BM.GE18 ივლისი, 2026, 19:25|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც მთავარი პრიორიტეტი მხოლოდ მეტი პროექტის განხორციელება კი არა, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნა იქნება. მინისტრმა რევაზ სოხაძემ ამის შესახებ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

"დღეს გავხსენით მორიგი 6-კილომეტიანი მონაკვეთი იმ მაგისტრალისა, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს სტრატეგიული ინფრასტუქტურა, უკეთესი ცხოვრების, რეგიონებში ახალი სიცოცხლის გაჩენის და ბიზნესის უკეთეს პირობებში კეთების შესაძლებლობად იქცა“,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის მთავარი მაგისტრალი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონების გაძლიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია.

მისი განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხარისხია და სწორედ ამ პრინციპით მიიღება გადაწყვეტილებები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.

„ამ გზის გახსნა სამი თვის წინაც შეგვეძლო. ეს იყო ჩვენი გეგმაც და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებაც, თუმცა შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებდა იმ ხარისხს, რომელიც სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს უნდა ჩააბაროს. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - ჩვენ ყოველთვის სწორ გზას ვირჩევთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დღეს მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა აღარ არის და საერთაშორისო მნიშვნელობის მარშრუტად ჩამოყალიბდა, რომელმაც რთულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებშიც დაამტკიცა თავისი სანდოობა, სტაბილურობა და კონკურენტუნარიანობა.

რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს, პროექტზე დასაქმებულ ინჟინრებს, მშენებლებს და ყველა იმ ადამიანს, რომლის შრომითაც მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც მთავარი პრიორიტეტი მხოლოდ მეტი პროექტის განხორციელება კი არა, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნა იქნება.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმები, ხარისხის კონტროლის გამკაცრება, რეგულაციების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურულ სფეროში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა.

„ქვეყანას სჭირდება ახალი თაობის ინჟინრები, არქიტექტორები, მშენებლები, ტექნიკოსები და პროფესიონალები, რომლებიც საქართველოს მომავალს შექმნიან. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ცოდნა, ხარისხი და პროფესიონალიზმი განვითარების მთავარი საფუძველია“,- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ ახალ, მეტად რთულ ეტაპზე გადავიდა - ივანე აბაშიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ ახალ, მეტად რთულ ეტაპზე გადავიდა - ივანე აბაშიძე

BM.GE

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა საპარლამენტო მანდატიც დატოვა

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა საპარლამენტო მანდატიც დატოვა

BM.GE

ტაილანდმა საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის მოქალაქეებისთვის უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეამცირა

ტაილანდმა საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის მოქალაქეებისთვის უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეამცირა

BM.GE

მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

BM.GE