მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “გალტ ენდ თაგარტმა” 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.3%-მდე გაზარდა
“გალტ ენდ თაგარტმა” 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.3%-მდე გაზარდა

“გალტ ენდ თაგარტმა” 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.3%-მდე გაზარდა

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 16:34|bm.ge

ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნების ფონზე, “გალტ ენდ თაგარტმა” 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან 5.3%-მდე გაიზარდა.

საინვესტიციო ბანკმა ახალი ანგარიში წარადგინა, სადაც ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები გააანალიზა. მათი შეფასებით, აგვისტოში წლიური ინფლაციის აჩქარება ასახავდა იმპორტირებული ინფლაციის ზრდას (5.7% წ/წ, ივლისის 5.3%-დან) და შერეული საქონლის ინფლაციას (5.3% წ/წ, 4.4%-დან). ადგილობრივი ინფლაცია კი, პირველი მაჩვენებლებისგან განსხვავებით, აგვისტოში 5.9%-მდე შემცირდა, წინა თვის 6.4%-დან.

“გლობალურად ნავთობზე შენარჩუნებული მაღალი ფასების გათვალისწინებით, 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 5.3%-მდე გავზარდეთ"- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, “გალტ ენდ თაგარტში” ფიქრობენ, რომ მკაცრი გლობალური ფინანსური პირობებისა და საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალის შენარჩუნების საჭიროებიდან გამომდინარე, 2026 წლის განმავლობაში არ გამოირიცხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა. ასეთ შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთი 8.5% გახდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა

BM.GE

ესტონეთმა რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

BM.GE

რვა საარბიტრაჟო დავის ჯამური მოთხოვნა $4.8 მილიარდს შეადგენს - ფინანსთა სამინისტრო

რვა საარბიტრაჟო დავის ჯამური მოთხოვნა $4.8 მილიარდს შეადგენს - ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE