მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გამოფენასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - ადგილზე “ექსპო ჯორჯიას” დირექტორიც მივიდა
გამოფენასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - ადგილზე “ექსპო ჯორჯიას” დირექტორიც მივიდა

გამოფენასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - ადგილზე “ექსპო ჯორჯიას” დირექტორიც მივიდა

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 21:10|bm.ge

დღეს, 25 ოქტომბერს, დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე მოქალაქეებმა და ურბანისტებმა დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია „დაიცავი გამოფენა!“ გამართეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საგამოფენო სივრცის ტერიტორიაზე ექვსი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას.

დემონსტრანტების თქმით, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორია თბილისში ერთ-ერთი მთავარი და უნიკალური სარეკრეაციო და ისტორიული სივრცეა, რომელიც არსებული სახით უნდა შენარჩუნდეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

• დაუყოვნებლივ შეჩერდეს ამ ტერიტორიაზე ნებართვების გაცემა და სხვა ადმინისტრაციული პროცედურები საჯარო განხილვების ჩატარებამდე; • შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროფესიონალებისა და მოქალაქეების მონაწილეობას თბილისის ურბანული გარემოს შემცვლელ ყველა გადაწყვეტილებაში.

[ექსპო ჯორჯიას] რეკრეაციულ სივრცეს 10 000 კვ.მ. დაემატება… აშენდება ახალი საგამოფენო პავილიონი - რესან ქიქავა

აქციაზე შეკრებილებთან მივიდა „ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი რესან ქიქავა. მან განაცხადა, რომ ადგილზე მივიდა როგორც მოქალაქე და სივრცის გულშემატკივარი, რათა მოესმინა ხალხის მოთხოვნები. ქიქავას თქმით, ის მიიჩნევს, რომ დაგეგმილი პროექტი გამართლებულია, რადგან კომპანიას არ გააჩნია საკმარისი რესურსი ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობისა და პავილიონების დასაცავად, ხოლო დეველოპერული კომპანია „სითიზენი“ (Cityzen Development) იღებს ვალდებულებას, განაახლოს საგამოფენო ინფრასტრუქტურა და შეინარჩუნოს რეკრეაციული ზონა.

აკაკი წერეთლის გამზირის #118-ში დეველოპერულ პროექტს კომპანია „სითიზენი“ გეგმავს, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი მინდია საბანაძეა.

"ექსპოს ტერიტორიის მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა სრულად ხელუხლებელი დარჩება" - მინდია საბანაძე

"სითიზენ ექსპო" ტერიტორიის მხოლოდ 18%-ის განაშენიანებას გულისხმობს - მინდია საბანაძე

ფოტო: პუბლიკა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
  • მილანში საპროტესტო აქციებზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავესტვ პირველი
  • კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენრუსთავი 2
აქცია →

მსგავსი სტატიები

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

BM.GE

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

BM.GE

"ოჯახური" ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას ქსელებიდან იღებს - განცხადება

"ოჯახური" ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას ქსელებიდან იღებს - განცხადება

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE