მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და 79%-ზე მეტმა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გააკეთა - მინისტრი
გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და 79%-ზე მეტმა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გააკეთა - მინისტრი

გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და 79%-ზე მეტმა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გააკეთა - მინისტრი

BM.GE30 ივნისი, 2026, 23:20|bm.ge

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განმარტებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და 79 პროცენტზე მეტ შემთხვევაში პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზეა გაკეთებული.

„ოთხჯერ მეტი პირველადი არჩევანი არის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მაშინ როცა, შეგახსენებთ, 64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. 79 პროცენტზე მეტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და 20 პროცენტზე ოდნავ მეტმა გააკეთა პირველადი არჩევანი კერძო უნივერსიტეტებზე. საზოგადოების განწყობა, მზაობა და დამოკიდებულება, როგორც ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით, აშკარად გამოხატულია ამ ტენდენციით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.

ამასთან, გივი მიქანაძის თქმით, წელს პირველად აბიტურიენტს ჰქონდა შესაძლებლობა, უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის მიმართულებასთან ერთად, ეროვნული გამოცდების კონტექსტში აერჩია პროფესიული მიმართულებაც და 6 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ეს არჩევანი გააკეთა.

„საკმაოდ მზარდია ეს მიმართულება. თუკი შევადარებთ ჩვენ სტანდარტულ რეგისტრაციის პროცესს პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც, მაგალითად, სტანდარტულ კონტექსტში 5 000-ზე მეტი დარეგისტრირდა – წელიწადში ჩვენ გვაქვს ორი მიღება, საშემოდგომო და საგაზაფხულო. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პირველად შემოვიღეთ, რომ აბიტურიენტს შესაძლებლობა ჰქონდა, უმაღლესი სასწავლებლის შესაბამის მიმართულებასთან ერთად, ეროვნული გამოცდების კონტექსტში აერჩია პროფესიული მიმართულებაც, სულ მცირე, სამი მიმართულება. 6 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ეს არჩევანი გააკეთა.

შესაბამისად, აქაც გვაქვს მზარდი სტატისტიკა. ჩვენ თუ 21 600 ადგილი უფასო სწავლებისთვის განვსაზღვრეთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, პარალელურად, პროფესიულის მიმართულებით ვინც კი ჩაირიცხება, ამ შემთხვევაში საუბარია ახალგაზრდებზე, რომლებიც მინიმალურ ბარიერს გადალახავენ ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ საკმარის ქულებს ვერ დააგროვებენ, რათა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხონ, ისინი ავტომატურად, დამატებითი გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ არჩეულ ერთ-ერთ პროფესიულ მიმართულებაზე, სადაც სახელმწიფო ასი პროცენტით უზრუნველყოფს დაფინანსებას. იქნება ეს კერძო კოლეჯში სწავლის გაგრძელება, თუ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში, აქაც სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს - მინისტრი

თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს - მინისტრი

BM.GE

Comcast-მა NBCUniversal-ისა და Sky-ს ცალკე გამოყოფა გადაწყვიტა

Comcast-მა NBCUniversal-ისა და Sky-ს ცალკე გამოყოფა გადაწყვიტა

BM.GE

Alphabet-ი Dow Jones-ის ინდუსტრიულ ინდექსს შეუერთდა

Alphabet-ი Dow Jones-ის ინდუსტრიულ ინდექსს შეუერთდა

BM.GE

Shell-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის LNG-ზე მოთხოვნა 65%-ით გაიზრდება

Shell-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის LNG-ზე მოთხოვნა 65%-ით გაიზრდება

BM.GE