მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაქრა როგორც არასამთავრობოების დაფინანსება, ისე განვითარების პროექტები - როგორ აისახა “ოცნების” კანონები სექტორზე?
გაქრა როგორც არასამთავრობოების დაფინანსება, ისე განვითარების პროექტები - როგორ აისახა “ოცნების” კანონები სექტორზე?

გაქრა როგორც არასამთავრობოების დაფინანსება, ისე განვითარების პროექტები - როგორ აისახა “ოცნების” კანონები სექტორზე?

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 21:12|bm.ge

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროგრამების“ (IDFI) დირექტორის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მკვეთრად შემცირდა.

როგორც ლევან ავალიშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ე.წ „რუსული კანონის“, ასევე „ფარას“ და გრანტების შემზღუდველი კანონის შედეგად

არაერთი ორგანიზაცია დაიხურა, ორგანიზაციების დიდი ნაწილი კი სხვადასხვა მიმართულებით პროექტებს ვეღარ ახორციელებენ. მისი თქმით, არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეფერხდა, არამედ შეჩერდა ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი არაერთი განვითარების პროგრამა და გრანტი.

„მთელი ეს ორწლიანი ეპოპეა არის ამ სექტორის განადგურების, მათი ფინანსური ნაკადების სრულად დახურვის. ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ წავიდა ქვეყნიდან, ბევრმა შეიცვალა პროფილი, ანუ აღარ ფუნქციონირებს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო სექტორი დაახლოებით 10-15% სამუშაოს თუ ასრულებს, რასაც ადრე ასრულებდა, იმიტომ რომ ვეღარც სამოქალაქო კონტროლს ახორციელებს, ვერც უფლებებს იცავს ადამიანების. მარტო ჩვენი დაყადაღების შემდეგ დაახლოებით 30 საქმე ვეღარ ვაწარმოეთ ფიზიკურად. მათ შორის, აქ იყვნენ ჟურნალისტები, რიგითი მოქალაქეები, უცხოელები, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ საქართველოში.

ანუ ეს პროგრამები და დახმარება, რომელიც იყო, მათ შორის, სასარგებლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს ფაქტობრივად გაქრა საქართველოდან. გაქრა როგორც არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, ისე განვითარების პროექტები. ხშირად ხალხს არა აქვს წარმოდგენა რა არის არასამთავრობო სექტორი. აქ არ იგულისხმება მხოლოდ NGO-ების დაფინანსება, აქ საუბარი იყო მათ შორის, სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებაზე, რომელიც მოდიოდა შვედეთის საელჩოდან, ევროკავშირიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან. ანუ ეს ორმხრივი იყო, არა მხოლოდ სექტორი სარგებლობდა ამით, არამედ პირდაპირ სარგებლობდა სახელმწიფო და ამ დაფინანსებას სახელმწიფო ვეღარ იღებს.

არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორზეა აქ საუბარი, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტზეა საუბარი, რომელიც მათ შორის, გრანტებითაც ივსებოდა. ეს იყო პირდაპირი სახელმწიფო გრანტები, რომელიც მიემართებოდა სხვადასხვა უწყებებში. პირდაპირი გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული იყო 300-400 მილიონ ლარამდე წელიწადში. მაგალითად, კოვიდის დროს ყველაზე მაღალი იყო, დაახლოებით 420 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიდიოდა. ეს იყო ფაქტობრივად საჩუქარი სხვადასხვა რეფორმების და პროგრამების განხორციელებისთვის. ახლა ბოლო პერიოდში არის ნული. არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, რომელიც თვითონ ცდილობს, რომ დაფინანსება მოიპოვოს კერძო სექტორიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, არამედ სახელმწიფოსაც ხომ შეუწყვიტა ევროკავშირმა [დაფინანსება], იქიდან გამომდინარე, რაც დაატრიალეს „რუსული კანონით“. ეს დახმარება ბიუჯეტსაც მოაკლდა“, - განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთიმედი
  • რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზეფორმულა
  • „ოცნება“ მის მიერვე შექმნილ გრანტების სააგენტოს ხურავსნეტგაზეთი
  • "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრორუსთავი 2
ოცნება →

მსგავსი სტატიები

საქართველოში ცოცხალი მცენარეების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში ცოცხალი მცენარეების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

BM.GE

"გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი" - ხუციშვილმა მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

"გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი" - ხუციშვილმა მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

BM.GE

"რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?

"რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?

BM.GE