მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გარანტიას გაძლევთ, რომ „იმედსა“ და „POSTV“-ის პრობლემები არ შეექმნებათ - ირაკლი კობახიძე
გარანტიას გაძლევთ, რომ „იმედსა“ და „POSTV“-ის პრობლემები არ შეექმნებათ - ირაკლი კობახიძე

გარანტიას გაძლევთ, რომ „იმედსა“ და „POSTV“-ის პრობლემები არ შეექმნებათ - ირაკლი კობახიძე

BM.GE23 ივნისი, 2026, 12:30|bm.ge

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიუხედავად საერთაშორისო შეზღუდვებისა, ხელისუფლება მედიის თავისუფლების დაცვის გარანტიას იძლევა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ არხებს ფინანსური თუ საოპერაციო დანაკლისი არ ექნებათ.

„ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია იმედს და არც ტელეკომპანია POSTV-ის არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება სრულად იქნება დაცული, როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებისგან. ორივე ტელეკომპანია შეუფერხებლად, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქმე ის არის, რომ საერთაშორისო მედიის ცნობით, გლობალური გიგანტი Procter & Gamble რომელიც ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Gillette და Pampers, ქართულ ტელეკომპანია „იმედთან“ ბიზნესკავშირებს წყვეტს.

Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

დღეს, 23 ივნისს მედიასთან კომენტარისას ირაკლი კობახიძემ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას „მედიის თავისუფლებაზე თავდასხმა“ კიდევ ერთხელ უწოდა და მკაცრად გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

„საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან. ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს. ეს არის, რა თქმა უნდა, ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სირცხვილი, პირადად სტარმერის სირცხვილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც 2003 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსდა, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ სანქციების სიაშია შეყვანილი. ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) განმარტებით, არხი „მიზანმიმართულად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედი“ „მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკასა და მოქმედებებს, რომლებიც დესტაბილიზაციას იწვევს უკრაინაში, ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

BM.GE

ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვის მთავრობა გადადგა

BM.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კომუნიკაციების კომისიის და სემეკის შემოწმების უფლებაც ექნება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კომუნიკაციების კომისიის და სემეკის შემოწმების უფლებაც ექნება

BM.GE

მოსაკრებელი ₾100 ათასი, გადასახადი 5%| პირობები მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოებისთვის

მოსაკრებელი ₾100 ათასი, გადასახადი 5%| პირობები მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოებისთვის

BM.GE