
გასულ კვირას, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის დახმარებით 108 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა
გასულ კვირას, აშშ-ის საზღვაო ძალების დახმარებით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჰორმუზის სრუტის გავლით 108 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი ყოველკვირეული მაჩვენებელია, რაც დაფიქსირებულა.
მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მსგავს მიდგომას გააგრძელებს და მოკავშირეებს იმდენ ხანს გაუწევს დახმარებას, რამდენ ხანსაც კონფლიქტი გაგრძელდება.
ადმინისტრაციის წევრმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ ამჟამად აშშ ირანისთვის მოწინავე საბრძოლო კომპონენტების სახმელეთო გზებით მიწოდების აღკვეთაზეც მუშაობს. მან ეჭვი გამოთქვა, რომ თუ დამატებითი ზომები არ იქნა მიღებული, თეირანი აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადის გვერდის ავლას შეძლებს.
BM.GE
წყარო: bm.ge