
პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის 60 რაკეტის მიწოდებას აყოვნებს
Financial Times-ის ცნობით, პენტაგონი უკრაინისთვის წინასწარ შეთანხმებული 60 ერთეული Patriot-ის რაკეტის გადაცემას აყოვნებს.
როგორც ირკვევა, დასავლელი მოკავშირეების მიერ დაფინანსებული PAC-3 და PAC-2 ტიპის ამერიკული რაკეტების გაგზავნას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი უშუალოდ აფერხებს.
მედიის ცნობით, ის სარგებლობს იმ წესით, რომლის თანახმადაც აშშ-ში წარმოებული Patriot-ის სისტემების პირდაპირი ექსპორტი ან ევროპული მარაგებიდან რეექსპორტირება ვაშინგტონის თანხმობის გარეშე ვერ ხერხდება.
ინფორმაციისთვის, შეფერხებულ პარტიაში 40 ერთეული PAC-3 ტიპის რაკეტა შედის. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მათგან 8 უკრაინისთვის სექტემბერში, 10-10 ოქტომბერსა და ნოემბერში, 12 კი დეკემბერში უნდა გადაეცათ, თუმცა ოთხივე გადაზიდვა ამ დრომდე დამტკიცებული არ არის. ამას გარდა, უკრაინისთვის გამოყოფილი დაახლოებით 20 ერთეული შედარებით ძველი მოდელის PAC-2 ტიპის რაკეტა კვლავ პენტაგონის თანხმობას ელოდება.
პარალელურად, უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პენტაგონში კიევისთვის Patriot-ის რაკეტების ადგილობრივი წარმოების ნებართვის გაცემის პროცესიც ფერხდება. იმის მიუხდავადაც კი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ კიდევ ივლისში დათანხმდა ამერიკული რაკეტების წარმოების უფლების მიცემას.
არსებული ინფორმაციით, პიტ ჰეგსეთმა შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა, თუმცა დოკუმენტი დამატებითი განხილვისთვის კვლავ პენტაგონში რჩება.
BM.GE
წყარო: bm.ge