მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაყინული ქათმის იმპორტი 24%-მდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი უკრაინაა
გაყინული ქათმის იმპორტი 24%-მდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი უკრაინაა

გაყინული ქათმის იმპორტი 24%-მდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი უკრაინაა

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 03:10|bm.ge

საქართველოში გაყინული ქათმის ხორცის იმპორტი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში გაიზარდა. რვა თვის განმავლობაში ქვეყანაში 6 288 ტონა გაყინული ქათმის ხორცი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ $11.38 მილიონი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული იყო 5 298 ტონა, ღირებულებით $9.19 მილიონი. შესაბამისად, ერთ წელიწადში იმპორტის ღირებულება 23.8%-ით, ხოლო მოცულობა 18.6%-ით გაიზარდა.

საგულისხმოა, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში შემოტანილი გაყინული ქათმის ხორცის უდიდესი ნაწილი უკრაინაზე მოდიოდა. ქვეყნიდან 4 568 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ $8.3 მილიონი შეადგინა. ეს მთლიანი იმპორტირებული მოცულობის დაახლოებით 73%-ია. მეორე ადგილზე თურქეთია, საიდანაც 954 ტონა, $1.6 მილიონი ღირებულების გაყინული ქათმის ხორცი შემოვიდა. მესამე ადგილს რუსეთი იკავებს - 459 ტონა და $921 ათასი. იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან ბრაზილია და ნიდერლანდები. ბრაზილიიდან 190 ტონა, $320 ათასის ღირებულების პროდუქტი შემოვიდა, ნიდერლანდებიდან კი - 56 ტონა, $75 ათასად.

იმპორტის ზრდასთან ერთად, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გაყინული ქათმის ხორცის ექსპორტიც გაიზარდა. რვა თვის განმავლობაში ქვეყნიდან 475 ტონა პროდუქტი გავიდა, რომლის საექსპორტო ღირებულებამ $448.5 ათასი შეადგინა. 2025 წლის იმავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 302 ტონა, ღირებულებით $313.2 ათასი. შედეგად, ექსპორტის მოცულობა 57.2%-ით, ხოლო ღირებულება 43.1%-ით გაიზარდა.

ქართული გაყინული ქათმის ხორცი მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექვს ქვეყანაში გავიდა. ყველაზე დიდი მოცულობა გვინეაზე მოდიოდა - 226 ტონა, $192 ათასი ღირებულებით. შემდეგ მოდის ლიბერია, სადაც 117 ტონა, $104 ათასი ღირებულების პროდუქტი გავიდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტმა 47 ტონა და $54 ათასი შეადგინა, სომხეთში 37 ტონა და $50 ათასი, განაში - 27 ტონა და $27 ათასი, აზერბაიჯანში კი - 20 ტონა და $19 ათასი.

რაც შეეხება გაციებულ ქათმის ხორცს, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 300 კილოგრამი გაციებული ქათმის ხორცი შემოვიდა, რომლის ღირებულებაც $800 იყო, ხოლო 2026 წლის იმავე პერიოდში ამ კატეგორიის იმპორტი საერთოდ არ დაფიქსირებულა.

კლებაა გაციებული ქათმის ხორცის ექსპორტშიც. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 996 ტონა გაციებული ქათმის ხორცი გავიდა და ექსპორტის ღირებულებამ $1.6 მილიონი შეადგინა. 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 128 ტონამდე, ხოლო ღირებულება $217 ათასამდე შემცირდა. შედეგად, გაციებული ქათმის ხორცის ექსპორტის ღირებულება წლიურად 86.7%-ით, ხოლო მოცულობა 87.1%-ით შემცირდა. ამ პერიოდში საქართველოს გაციებული ქათმის ხორცის მხოლოდ ერთი საექსპორტო ბაზარი ჰქონდა - სომხეთი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE