მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GCCA-მ 5 ქვეყანასთან მემორანდუმი გააფორმა - რას მოიცავს თანამშრომლობა?
GCCA-მ 5 ქვეყანასთან მემორანდუმი გააფორმა - რას მოიცავს თანამშრომლობა?

GCCA-მ 5 ქვეყანასთან მემორანდუმი გააფორმა - რას მოიცავს თანამშრომლობა?

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 14:52|bm.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) პორტუგალიის, ესპანეთის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და ლატვიის შესაბამის მარეგულირებელ უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

დოკუმენტებს ხელი თბილისში მიმდინარე მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში მოეწერა.

სააგენტოს ცნობით, მემორანდუმების მიზანი პარტნიორ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაა, რაც მომხმარებელთა საჭიროებების დროულ გამოვლენას, ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლასა და კოორდინირებულ რეაგირებას უზრუნველყოფს.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მოაწერა ხელი. დოკუმენტები გაფორმდა შემდეგ უწყებებთან:

• ესპანეთი - მომხმარებელთა საქმეთა სამინისტრო (ხელმომწერი: მინისტრი პაბლო ბუსტინდუი ამადორი); • თურქეთი - ვაჭრობის სამინისტროს მომხმარებელთა დაცვისა და ბაზრის ზედამხედველობის ორგანო (ხელმომწერი: გენერალური დირექტორი ავნი დილბერი); • პორტუგალია - მომხმარებელთა დაცვის, ვაჭრობისა და მომსახურების სააგენტო (ხელმომწერი: გენერალური დირექტორი ხორხე სეგურო სანჩესი); • ლატვია - მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრი (ხელმომწერი: დირექტორი ზაიგა ლიეპინა); • სამხრეთ აფრიკა - მომხმარებელთა ეროვნული კომისია (ხელმომწერი: კომისრის მ/შ ჰარდინ რატშისუსუ).

ხელმოწერის პარალელურად, მხარეებმა განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების გზები, მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.

ცნობისთვის, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026–2027 წლებში ICPEN-ის პრეზიდენტი უწყებაა. თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია - "ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება" - 15-17 სექტემბერს იმართება და მასში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

BM.GE

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

BM.GE

თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის -  "ანაპეა ვილიჯი"

თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის -  "ანაპეა ვილიჯი"

BM.GE

„მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა

„მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა

BM.GE