მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾30 მილიონის ნაცვლად -143 მლნ ანუ რატომ გახდა "სხვა გადასახადების" მუხლი უარყოფითი?|ეკონომისტის კითხვები
₾30 მილიონის ნაცვლად -143 მლნ ანუ რატომ გახდა "სხვა გადასახადების" მუხლი უარყოფითი?|ეკონომისტის კითხვები

₾30 მილიონის ნაცვლად -143 მლნ ანუ რატომ გახდა "სხვა გადასახადების" მუხლი უარყოფითი?|ეკონომისტის კითხვები

BM.GE26 ივლისი, 2026, 03:11|bm.ge

2026 წლის 6 თვეში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში “სხვა გადასახადების” გეგმა ვერ შესრულდა. მეტიც, საანგარიშო პერიოდში მთავრობა “სხვა გადასახადების” სახით 30 მილიონი ლარის შემოსავალს ელოდა, მაგრამ ხაზინის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გეგმის მიმართ შესრულება უარყოფითი ანუ -143 მლნ და შესაბამისად, -477.1% იყო.

საერთაშორისო საბიუჯეტო კლასიფიკაციის (GFS) მიხედვით, „სხვა გადასახადები“ განკუთვნილია იმ გადასახადებისთვის, რომელთა სწრაფად იდენტიფიცირებაც რთულია - განსხვავებულად არის სტრუქტურირებული და ნამდვილად სცდება GFS-ის მკაფიოდ განსაზღვრულ კლასიფიკაციებს ანუ საერთაშორისოდ შეთანხმებულ სტატისტიკურ სტანდარტებს. ეს არის გადასახადების ნარჩენი კატეგორია, რომელიც, როგორც წესი, მცირეა თანამედროვე საგადასახადო სისტემების უმეტესობაში.

“რატომ გახდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში „სხვა გადასახადების“ მუხლი უარყოფითი?!” - ეს კითხვა ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დოკუმენტის გაანალიზებისას დასვა და გაიხსენა, 2025 და 2024 წლების ანალოგიური პერიოდი, როდესაც “სხვა გადასახადების” მუხლით გადაჭარბებით სრულდებოდა.

კერძოდ: 2025 წლის 6 თვეში სხვა გადასახადების სახით ბიუჯეტში 361 მლნ ლარი შევიდა, რაც 6 თვის გეგმის (₾150 მლნ) 241% იყო. 127%-იანი შესრულება ჰქონდა "სხვა გადასახადების" მუსხლს 2024 წლის 6 თვეშიც - გეგმა 87 მილიონი ლარი იყო, მაგრამ ბიუჯეტში 111 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა.

“გეგმის მინუს 487%-ით „შესრულება“ სერიოზულ კითხვებს აჩენს, რაზედაც ფინანსთა სამინისტრომ განმარტებები უნდა გააკეთოს”, - ამბობს ეკონომისტი.

“წერტილთან” ინტერვიუში გიორგი ხიშტოვანმა გაიხსენა შარშანდელი წელი, როდესაც “სხვა გადასახადების” მუხლის თითქმის 250%-იან შესრულებას ფინანსთა სამინისტროს მენეჯმენტი ტექნიკური მიზეზებით ხსნიდა.

აბსურდია, რომ შემოსავლების სამსახური კომპანიებს წინასწარ სთხოვს გადასახადების გადახდას - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

“2025 წელს, როდესაც ექვსი თვის მონაცემებით, „სხვა გადასახადებში“ 350 მილიონამდე ლარი ირიცხებოდა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ამას ტექნიკური მიზეზებით ხსნიდნენ, რომ თანხები ჯერ საერთო ანგარიშზე ხვდებოდა, ხოლო დეკლარირების შემდეგ ხდებოდა მათი დაკლასიფიცირება შესაბამის კატეგორიებში (მაგალითად, დღგ, საშემოსავლო და ა.შ.). გარდა ამისა, მაშინ უარყოფილი იყო ეჭვები იმის შესახებ, რომ მსხვილი თუ სახელმწიფო კომპანიები ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად გადასახადებს წინსწრებით იხდიდნენ… ახლა ვუყურებთ იგივე ექვსი თვის სურათს და ვხედავთ, რომ არის მინუს 143 მილიონი ლარი. კითხვა ისმის: რა ხდება? და ამ კითხვას პასუხი ფინანსთა სამინისტრომ უნდა გასცეს”, - განაცხადა ხიშტოვანმა და იქვე დასძინა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, “სხვა გადასახადების” მუხლში 500-მილიონიანი განსხვავება განმარტებას საჭიროებას. [ცნობისთვის: 2025 წლის 6 თვეში სხვა გადასახადების სახით ბიუჯეტში 361 მლნ ლარი შევიდა, წელს იმავე პერიოდში -143 მლნ ლარია მითითებული]

ეკონომისტი “სხვა გადასახადების” მუხლში უარყოფით “შესრულებას” ორ ძირითად მიზეზს უკავშირებს:

ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება - “ამ კატეგორიის (სხვა გადასახადები) ქვეშ არსებობს ქვემუხლი - „ზედმეტად ან არასწორად გადახდილი გადასახადი“. უარყოფითი ბალანსი მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ბიზნესს გადახდილი თანხები დაუბრუნა, თუმცა გაურკვეველია, რატომ არ ხდებოდა ეს პროცესი გასულ წლებში, როდესაც ამ მუხლში გეგმასთან შედარებით 200-300%-იანი შესრულება ფიქსირდებოდა”, - ამბობს ხიშტოვანი.

გეგმების ხელოვნურად „გადაჭარბების“ პრაქტიკა - “მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ვარაუდი უკავშირდება ცალკეული გადასახადების (დღგ, საშემოსავლო) გეგმის შესრულების დემონსტრირებას, როდესაც ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ, მაგალითად, დღგ - 102%-ით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 103%-ით შესრულდა, „სხვა გადასახადების“ ანგარიშიდან თანხების კლასიფიცირება და გადანაწილება იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე შეიძლება ხდებოდეს... მოკლედ, უნდა ახსნას ფინანსთა სამინისტრომ როგორ შეიძლება მინუს 487% იყოს “სხვა გადასახადები”, - აღნიშნავს ეკონომისტი.

ცნობისთვის: “სხვა გადასახადებთან” დაკავშირებული კითხვებით BMG-მ ფინანსთა სამინისტროს მიმართა და განმარტებების მიღების შემთხვევაში, მასალას განვაახლებთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებსიმედი
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდარუსთავი 2
  • ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?ფორმულა
გახდა →

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

BM.GE

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

BM.GE

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

BM.GE

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

BM.GE