მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გეოპოლიტიკური პოზიციონირება ავტომატურად არ იმუშავებს, თუ არ შევქმენით პირობებს პოტენციალის გამოსაყენებლად - ვალერი ჩეჩელაშვილი
გეოპოლიტიკური პოზიციონირება ავტომატურად არ იმუშავებს, თუ არ შევქმენით პირობებს პოტენციალის გამოსაყენებლად - ვალერი ჩეჩელაშვილი

გეოპოლიტიკური პოზიციონირება ავტომატურად არ იმუშავებს, თუ არ შევქმენით პირობებს პოტენციალის გამოსაყენებლად - ვალერი ჩეჩელაშვილი

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 03:00|bm.ge

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველომ პოტენციალის გამოსაყენებლად შესაბამისი პირობები არ შექმნა, მხოლოდ გეოპოლიტიკური მდებარეობა საკმარისი არ იქნება ჰაბის ფუნქციის შენარჩუნებისთვის. მან ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ შეიძლება რეგიონში საერთაშორისო ჰაბის სტატუსი დაკარგოს. ამ საკითხის შეფასებისას, ვალერი ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი რეგიონში საკუთარ როლს მნიშვნელოვნად ზრდიან.

"ბატონმა ელჩმა ძალიან დელიკატურად ბრძანა, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს ჰაბის ფუნქცია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანიც და სომხეთიც იმ ფონზე, რომ ძალიან სერიოზულად მუშაობენ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, საკუთარ როლს რეგიონში მნიშვნელოვნად ზრდიან. აზერბაიჯანი უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა რეგიონში. სხვათა შორის, ამის დადასტურება ისიც არის, რომ ამ დღეებში დიდ ბრიტანეთთან ზუსტად ხელი მოაწერა აზერბაიჯანმა თანამშრომლობის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. გაგახსენებთ, რომ ჩვენც გვაქვს ასეთი შეთანხმება, უბრალოდ, სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით მისი მოქმედება არის შეჩერებული, ისევე როგორც უნიკალური მექანიზმი ორმხრივი ურთიერთობების - უორდროპის დიალოგი. აზერბაიჯანის ეკონომიკა თითქმის $80 მილიარდია და ჩვენი - დაახლოებით $37 მილიარდი. რაც შეეხება სომხეთს, სომხეთიც იმკვიდრებს თანდათანობით როლს როგორც ჰაბი. მარტო ის რად ღირს, რომ ამერიკულმა კომპანიებმა დიდი დატა-ცენტრი გახსნეს 15 მეგავატი სიმძლავრის სომხეთში და დაახლოებით 7000 Nvidia-ს პროცესორია იქ დამონტაჟებული და კიდევ გაათმაგებულ რესურსებზე საუბრობენ ამერიკელები.

TRIPP-ის პროექტიც ვიცით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი და როლი, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ჩვენი პოზიციონირება, მაგრამ თავისთავად ეს ავტომატურად არ იმუშავებს, თუ არ შევქმენით ჩვენ შესაბამისი პირობები ამ პოტენციალის გამოსაყენებლად. პირველ რიგში ეს არის მიმზიდველობა ქვეყნის, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მიმზიდველები ინვესტორებისთვის. ბატონმა ელჩმაც ამაზე ისაუბრა, მაგრამ სამწუხაროდ, ციფრები ძალიან საგანგაშოა ამ თვალსაზრისით. შარშან ჩვენი პირდაპირი ინვესტიციები შეადგენდა მხოლოდ $1 მილიარდ 900 მილიონს, წელს კიდევ, ორი კვარტალის მონაცემებით, ვარდნაა სახეზე - სულ არის $750 მილიონი და ახლა აქ ეს არის მართლა საგანგაშო ვითარება. ჩანს, რომ ინვესტორები კარგავენ ინტერესს საქართველოს ბაზრის მიმართ. რითაა ეს გამოწვეული, კარგად ვიცით - დემოკრატიული უკუსვლა, უნდობლობა სასამართლო სისტემის და ასე შემდეგ",- ამბობს ჩეჩელაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

BM.GE

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

BM.GE

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

BM.GE