მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანიამ უკრაინისთვის 50,000 მოიერიშე დრონი შეიძინა
გერმანიამ უკრაინისთვის 50,000 მოიერიშე დრონი შეიძინა

გერმანიამ უკრაინისთვის 50,000 მოიერიშე დრონი შეიძინა

BM.GE14 ივლისი, 2026, 01:23|bm.ge

Reuters-ის ცნობით, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 50,000 ერთეული დამოუკიდებლად მოქმედი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვა დააფინანსა. არსებული ინფორმაციით, მასშტაბური შეკვეთის საერთო ღირებულება €90 მილიონს ($103 მლნ.) შეადგენს. გამოყოფილი თანხის უდიდეს ნაწილს უკრაინული კომპანია SkyFall-ი მიიღებს, რომლის მიერ წარმოებული Shrike-ის ტიპის FPV დრონები ამერიკული თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანია Auterion-ის პროგრამებზე მუშაობს. ეს სისტემა საფრენ აპარატებს ფრენის საბოლოო ეტაპზე მოძრავი სამიზნეების დამოუკიდებლად დევნისა და განადგურების შესაძლებლობას აძლევს.

თავად ამერიკული კომპანიის, Auterion-ის ხელმძღვანელ ლორენც მაიერის განცხადებით, გერმანული მხარის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უკრაინას საბრძოლო ველზე პოზიციების გამყარებაში შეუწყობს ხელს. მისი თქმით, დრონების ნაწილს უკრაინა უახლოეს დღეებში მიიღებს, დარჩენილი ერთეულების მიწოდება კი წლის ბოლომდე დასრულდება. შესყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურეს უკრაინულ კომპანია SkyFall-შიც, თუმცა დამატებითი კომენტარისაგან თავი შეიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკული კომპანია Auterion-ი უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების პროცესში ერთვება. სხვადასხვა მწარმოებელთან პარტნიორობით მიმდინარე წელს ის უკრაინისთვის ჯამში 100,000 დრონის მიწოდებას გეგმავს. ეს მოცულობა მოიცავს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის $50-მილიონიან კონტრაქტსაც, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ 33,000 საფრენი აპარატი უკვე მიიღო.

ცნობისთვის, დაბალი ღირებულების Shrike-ის ტიპის დრონებს უკრაინაში 2023 წლის შემდეგ აქტიურად იყენებენ. ამ მოდელმა საერთაშორისო ყურადღება SkyFall-ისა და ბრიტანული Skycutter-ის პარტნიორობით შექმნილი Shrike 10-F-ის წარმატების შემდეგ მიიპყრო. ეს აპარატი პენტაგონის მიერ გამოცხადებული $1.1-მილიარდიანი კონკურსის პირველ ტურშიც კი ლიდერობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 276 სტატია.

  • უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირაიმედი
  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE