მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 22:07|bm.ge

გერმანიის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის, BND-ის ყოფილი ხელმძღვანელი, 80 წლის აუგუსტ ჰანინგი სამართალდამცველებმა ჯაშუშობის და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ირკვევა, პოლიციამ სპეცოპერაცია ქალაქ მიუნსტერთან მდებარე, ეჭვმიტანილის კუთვნილ სახლში ჩაატარა და ყოფილი მაღალჩინოსანი დილის საათებში აიყვანა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ ჰანინგს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტობისა და სადაზვერვო მონაცემების უკანონო გადაცემის მუხლებით ოფიციალური ბრალი წაუყენა. გერმანულ მედიაში მომხდარ ფაქტს ქვეყნის ისტორიაში "საუკუნის უდიდესი ჯაშუშური სკანდალი" უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა ბავარიაში ჰანინგის ყოფილი თანაშემწე და კანცელარიის ხელმძღვანელი, მანფრედ დ.-ც დააკავეს. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილებმა საიდუმლო შეთანხმება 2010 წელს გააფორმეს. ამ გარიგების ფარგლებში მანფრედ დ.-მ ყოფილ შეფს ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ BND-ის დაახლოებით 2,000 გასაიდუმლოებული დოკუმენტი გადასცა.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მანფრედ დ. სადაზვერვო სამსახურში სამმართველო აპარატს 2026 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა და უმაღლესი დონის სახელმწიფო საიდუმლოებებზე პირდაპირი წვდომა ჰქონდა. პროკურატურის მასალების თანახმად, ჰანინგი მოპოვებულ სადაზვერვო მასალებს კერძო საკონსულტაციო საქმიანობაში იყენებდა. არსებული მონაცემებით, ბრალდებული უცხოური სპეცსამსახურის წარმომადგენელთან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა და მას მოპოვებულ საიდუმლო მასალებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ანალიზებს წლების განმავლობაში აწვდიდა.

რაც შეეხება თავად ჰანინგის კარიერულ წარსულს, იგი გერმანიის უსაფრთხოების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა. დაკავებული BND-ის სათავეში 1998 წლიდან 2005 წლამდე იდგა, მოგვიანებით კი გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივნის პოსტს 2009 წლის ნოემბრამდე იკავებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • დაზარალებულების კუთვნილ 90 500 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა - 1 პირს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • შსს-მ შშმ პირს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა - აქტივისტი ბრალდებას უარყოფსტვ პირველი
  • საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინაიმედი
ბრალდებით →ყოფილი →საგარეო →

მსგავსი სტატიები

"Zolotaia Korona-ს გაჩერებით თანხების გადმორიცხვის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას არ დასტყობია“ - საბანკო ასოციაციაში მიზეზს განმარტავენ

"Zolotaia Korona-ს გაჩერებით თანხების გადმორიცხვის შემცირება ქვეყნის ეკონომიკას არ დასტყობია“ - საბანკო ასოციაციაში მიზეზს განმარტავენ

BM.GE

რაჭაში რთველისთვის ემზადებიან - წელს საპროგნოზო მოსავლიანობა 10-15%-ით ნაკლებია

რაჭაში რთველისთვის ემზადებიან - წელს საპროგნოზო მოსავლიანობა 10-15%-ით ნაკლებია

BM.GE

რუსეთის სასამართლომ Google-ი და Telegram-ი $45,000-ით დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ Google-ი და Telegram-ი $45,000-ით დააჯარიმა

BM.GE

ახალი მოთამაშეების გამოჩენა მიუთითებს, რომ საფინანსო სექტორში კონკურენციაა - ძნელაძე ახალი ბანკის დაფუძნებაზე

ახალი მოთამაშეების გამოჩენა მიუთითებს, რომ საფინანსო სექტორში კონკურენციაა - ძნელაძე ახალი ბანკის დაფუძნებაზე

BM.GE