მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ღონისძიება [ევროპის დღე], რომელიც ტარდება პაველ ჰერჩინსკი ხელმძღვანელობით, დიდ ღირებულებას არ ატარებს - ირაკლი კობახიძე
ღონისძიება [ევროპის დღე], რომელიც ტარდება პაველ ჰერჩინსკი ხელმძღვანელობით, დიდ ღირებულებას არ ატარებს - ირაკლი კობახიძე

ღონისძიება [ევროპის დღე], რომელიც ტარდება პაველ ჰერჩინსკი ხელმძღვანელობით, დიდ ღირებულებას არ ატარებს - ირაკლი კობახიძე

BM.GE9 მაისი, 2026, 15:52|bm.ge

"ეს არის ტრაგიკული პიროვნება, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილ ღონისძიებას და მასზე დასწრებას შეეხებოდა.

მან განაცხადა, რომ ელჩს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაფუჭების დავალება ჰქონდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ ვისგან.

„როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას აწყობენ ელჩები, კონკრეტული ელჩი ამ შემთხვევაში, ასეთ დროს მთავრობა არის ან მიწეული, ან არ მონაწილეობს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ტრაგიკული ადამიანი. მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, გაღრმავება და სინამდვილეში აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ჰქონდა ასეთი,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღეს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის წლისთავს აღნიშნავს. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს მშვიდობისა და თანამშრომლობის იდეაზეა დაფუძნებული ევროკავშირი. "წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს არის შეხსენება, რომ ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი" - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპის დღის აღსანიშნად 11:30 საათიდან „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში იწვევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE