მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ღრმაწყლოვანი პორტის არქონა ქართულ მწარმოებლებს კონკურენტულ პირობებს ურთულებს - "ნოვა"
ღრმაწყლოვანი პორტის არქონა ქართულ მწარმოებლებს კონკურენტულ პირობებს ურთულებს - "ნოვა"

ღრმაწყლოვანი პორტის არქონა ქართულ მწარმოებლებს კონკურენტულ პირობებს ურთულებს - "ნოვა"

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 00:00|bm.ge

კომპანია „ნოვას“ დამფუძნებელი ზვიად აბულაძე საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს.

როგორც აბულაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განმარტა, საზღვაო გადაზიდვის მაღალი ღირებულება ქართულ მწარმოებლებს, განსაკუთრებით კი მეტალის სექტორში, თურქ კონკურენტებთან შედარებით არახელსაყრელ პირობებში აყენებს.

„დღეს ქართულ ბიზნესს, იმისთვის, რომ ჩინეთიდან გემი იქირაოს და ტვირთი წამოიყვანოს, 120, 130, 140 დოლარი უჯდება, თურქეთის მწარმოებელს კი 50 დოლარი. მეტალში ამ სხვაობით კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როცა მათ გამოცდილებაც მაღალი აქვთ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზვიად აბულაძემ.

აბულაძე ვარაუდობს, რომ პორტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისი თქმით, ამ პროცესის პარალელურად „ნოვაც“ ახალი საწარმოო მიმართულების განვითარებას გეგმავს და პროექტის პირველ ეტაპზე მუშაობას მომდევნო ერთ-ორ წელიწადში დაიწყებს. შემდგომი განვითარებისთვის კი ათწლიან პერსპექტივას ხედავს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში დავინახავთ, როგორ იწყება ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან თანხვედრაში, ვფიქრობ, უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მოვა, სადაც ჩვენ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ. შემდეგ უკვე ათწლიანი პერსპექტივა იკვეთება“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

პორტის განვითარებას აბულაძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისთვისაც. მათ შორისაა „ნოვას“ დაგეგმილი მეტალის საწარმო ფოთში, რომლის პროდუქციის დაახლოებით 80%-ის უცხოურ ბაზრებზე გატანას კომპანია აპირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

BM.GE

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

BM.GE

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

BM.GE