მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყვავილები, ტრაპეზი 600 კაცზე... - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს
ყვავილები, ტრაპეზი 600 კაცზე... - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

ყვავილები, ტრაპეზი 600 კაცზე... - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 14:15|bm.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 722 645 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაპირველად, 2026 წლის 20 მარტის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის 3 000 000 ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, 8 მაისის განკარგულებით განხორციელებული ცვლილების შედეგად, ასათვისებელი თანხა 722 645 ლარამდე შემცირდა, ხოლო დარჩენილი 2 277 355 ლარი ბიუჯეტს დაუბრუნდა.

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება - ირაკლი კობახიძე

დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებისთვის სახელმწიფო კომისიის 18 მარტის №1 ოქმის საფუძველზე პასუხისმგებელ უწყებად კულტურის სამინისტრო განისაზღვრა, რომელმაც სულ 26 ხელშეკრულება გააფორმა.

რაში დაიხარჯა გამოყოფილი თანხა:

• ხმოვანი და ტექნიკური უზრუნველყოფა, ეკრანები: ყველაზე მსხვილი კონტრაქტი 215 600 ლარი შპს „ჯეოვოისთან“ გაფორმდა სამებისა და სიონის ტაძრებში გახმოვანების, ლედ-ეკრანებისა და კონსტრუქციების მონტაჟისთვის. შპს „ჯი თი ჰოლდინგს“ კი სამების ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ეკრანებისა და გახმოვანების უზრუნველყოფისთვის 133 230 ლარი გადაეხადა. • სამგლოვიარო ტრაპეზი: სასტუმრო „შერატონში“ (შპს „თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ“) 600 სტუმარზე გათვლილი ტრაპეზის ორგანიზება, რაც ასევე მოიცავდა თარჯიმნის, ხმისა და მიკროფონების მომსახურებას, 93 886.70 ლარი დაჯდა. • სივრცეებისა და კონსტრუქციების მოწყობა: შპს „ლუმა დეველოპმენტს“ ტაძრებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მინის პოდიუმის, ჟურნალისტების, ოპერატორებისა და გუნდების სივრცეების მოსაწყობად 53 624.10 ლარი გადაერიცხა. • სასტუმროები და ტრანსპორტირება: რეგიონებიდან ჩამოყვანილი სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სასტუმროებით უზრუნველყოფისთვის შპს „ეიჩემსი ჯორჯიასა“ და შპს „დისქოვერის“ ჯამში 63 280 ლარი გადაეხადათ. სატრანსპორტო მომსახურებაზე (მიკროავტობუსები და ავტობუსები) რამდენიმე კონტრაქტით 22 050 ლარი დაიხარჯა. • ყვავილები და დეკორაცია: ტაძრების ინტერიერისა და პროცესიის ყვავილებით გაფორმებისთვის შპს „ფლორერიასა“ და ი/მ ცირა ჭყონიაზე ჯამში 50 600 ლარი დაიხარჯა (მათ შორის 7 850 ლარი ღია სატრანსპორტო საშუალების ყვავილებით გასაფორმებლად). • სხვა ხარჯები: 10 150 ლარი წავიდა ღვინის შესყიდვაზე (შპს „თელედა“, 406 ბოთლი), 11 362.50 ლარი — ბეიჯების, საშვებისა და მოსაწვევების ბეჭდვაზე (შპს „ჯიჯიეს პრინტი“), ხოლო 10 მეტრ წითელ ხავერდში 300 ლარი გადაიხადეს. ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებასა და გენერატორებზე ჯამში 40 400 ლარი დაიხარჯა, ხოლო პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაციასა და გადაღებებზე (მათ შორის დრონითა და ტელე-ამწით) - რამდენიმე ათასი ლარი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტაძრების დასუფთავება კომპანიებმა („პროგრეს სერვისი“, „ლიტექსი - სერვისი“, „ჯითი გრუპი“) უსასყიდლოდ შეასრულეს, ხოლო შპს „აქვა გეომ“ ორგანიზატორებს საჩუქრად 5 000 ბოთლი (0.5 ლ) წყალი გადასცა. ადმინისტრაციის განცხადებითვე, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება შეღავათიან ფასად გაწია, ხოლო რეჟისორს, შემოქმედებით ჯგუფსა და შემსრულებლებს (მომღერლები, მგალობლები) ჰონორარი არ აუღიათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • ოცნების მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გელა ჭიღლაძის საქმე წააგოფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

BM.GE

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება

BM.GE

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსს

BM.GE

ენგურს აქვს ტექნიკური შეზღუდვები ივლის-აგვისტოს სისტემური გათიშვებიდან მოყოლებული - G&T

ენგურს აქვს ტექნიკური შეზღუდვები ივლის-აგვისტოს სისტემური გათიშვებიდან მოყოლებული - G&T

BM.GE