მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GITA-ს შტატგარეშე არაუმეტეს 83 თანამშრომელი ეყოლება - მთავრობის განკარგულება
GITA-ს შტატგარეშე არაუმეტეს 83 თანამშრომელი ეყოლება - მთავრობის განკარგულება

GITA-ს შტატგარეშე არაუმეტეს 83 თანამშრომელი ეყოლება - მთავრობის განკარგულება

BM.GE9 მაისი, 2026, 02:19|bm.ge

მთავრობის განკარგულებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) უფლება ექნება, არაუმეტეს 83 ადამიანი შტატგარეშე დაასაქმოს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით განკარგულება 2026 წლის 7 მაისით თარიღდება.

განკარგულების თანახმად, GITA-ზე აღარ გავრცელდება "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.

აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერების თანახმად, თუ საჯარო დაწესებულებაში 30 დღეზე მეტი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის 1%-ს აღემატება და 5 ერთეულზე მეტია, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა უნდა შეთანხმდეს საქართველოს მთავრობასთან.

შესაბამისად, განკარგულებით 2026 წლის განმავლობაში GITA-ში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა 56 ერთეულით, ხოლო დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა 27 ერთეულით განისაზღვრა.

GITA ასევე თავისუფლდება "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისგან და ეძლევა უფლება, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული არაუმეტეს 2 პირის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 8000 ლარით, ხოლო არაუმეტეს 2 პირის თანამდებობრივი სარგო – არაუმეტეს 7200 ლარის ოდენობით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE