მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენდირექტორს განათლების რეფორმები გააცნო
გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენდირექტორს განათლების რეფორმები გააცნო

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენდირექტორს განათლების რეფორმები გააცნო

BM.GE10 ივლისი, 2026, 13:33|bm.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც განათლების სამინისტრო იტყობინება, მხარეებმა საქართველოსა და UNESCO-ს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.

ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულად დაფინანსებული სწავლის შესაძლებლობაზე, განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაზე.

ხალედ ელ-ენანიმ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და გამოხატა მზადყოფნა, რომ ორგანიზაციამ მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.

ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი", - იტყობინება განათლების სამინისტრო.

ცნობისთვის, გივი მიქანაძე პარიზში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში – „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“ (Transforming Education Summit), რომელიც UNESCO-ს სათავო ოფისში ჩატარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

BM.GE

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE