მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Google-მა კოსმოსში პირველი ჩიპი გაუშვა - ორბიტალური მონაცემთა ცენტრების პროექტი დაიწყო
Google-მა კოსმოსში პირველი ჩიპი გაუშვა - ორბიტალური მონაცემთა ცენტრების პროექტი დაიწყო

Google-მა კოსმოსში პირველი ჩიპი გაუშვა - ორბიტალური მონაცემთა ცენტრების პროექტი დაიწყო

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 21:37|bm.ge

Google-ის ორბიტალურმა თანამგზავრმა კალიფორნიიდან SpaceX-ის რაკეტის მეშვეობით სტარტი წარმატებით აიღო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კოსმოსში საკუთარი წარმოების მოწინავე ჩიპი გააგზავნა.

კოსმოსში გაშვებული Google Tensor Processing Unit-ი, იგივე TPU, Nvidia-ს პროცესორების კონკურენტია და ის ამერიკულ კომპანიებს ახალი ბაზრის - კოსმოსური მონაცემთა ცენტრების ათვისების საშუალებას მისცემს.

ამას გარდა, Project Suncatcher-ის ფარგლებში Google-ი დედამიწის ორბიტაზე მასშტაბური გამოთვლითი კლასტერების განვითარებას გეგმავს. ორბიტალური მონაცემთა ცენტრი 81 თანამგზავრისგან შემდგარ ქსელს მოიცავს, რომლებიც პარალელურ რეჟიმში იმუშავებენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Google-მა ორბიტალური მონაცემთა ცენტრების შესახებ სამეცნიერო სტატიაც გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, კოსმოსში მონაცემთა ცენტრების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის SpaceX-ის Starship-ის გაშვების ხარჯების შემცირებაა საჭირო. ექსპერტების ვარაუდით, 2035 წლისთვის კოსმოსში 1 კილოგრამი ტვირთის გაგზავნის ფასი $200-მდე შემცირდება, რომლის შემდეგაც კოსმოსური მონაცემთა ცენტრების ბიზნესი უფრო რენტაბელური იქნება, ვიდრე შენობების დედამიწაზე აშენება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია, რაც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, თუკი რომელიმე პროექტი პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიციაიმედი
  • წყნეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდებარუსთავი 2
  • ქონების გადასახადის გადახდა 26 ათას გადამხდელს მოუწევს - პროექტი უკვე პარლამენტშიატვ პირველი
  • თბილისში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება - TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება - TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE

$790 000-ის გათეთრების ბრალდებით საქმე ერთი პირის მიმართ აღიძრა - პროკურატურა

$790 000-ის გათეთრების ბრალდებით საქმე ერთი პირის მიმართ აღიძრა - პროკურატურა

BM.GE

"ბათუმის აეროპორტის" საბაჟოზე უცხოელს ₾128 ათასის ღირებულების დაუდეკლარირებელი ორქოს ნაკეთობები აღმოუჩინეს | RS

"ბათუმის აეროპორტის" საბაჟოზე უცხოელს ₾128 ათასის ღირებულების დაუდეკლარირებელი ორქოს ნაკეთობები აღმოუჩინეს | RS

BM.GE

ირაკლი კობახიძემ თურქეთის განათლების მინისტრთან კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილა

ირაკლი კობახიძემ თურქეთის განათლების მინისტრთან კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილა

BM.GE