
საქართველოდან თვითმფრინავების ნაწილების ადგილობრივი ექსპორტი განახევრდა
საქართველოდან საფრენი აპარატის ნაწილების ადგილობრივი ექსპორტი განახევრდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 3.2 მლნ დოლარის საფრენი აპარატის ნაწილები გავიდა, 1.9-ჯერ ნაკლები 2025 წლის 5 თვესთან შედარებით.
საფრენი აპარატების ადგილობრივი ექსპორტი
• 2025 წლის 5 თვე - 6.357 მლნ დოლარი • 2026 წლის 5 თვე - 3.221 მლნ დოლარი
წყარო: საქსტატი
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის უდიდესი წილი 3.098 მლნ დოლარი აშშ-ზე მოდის. ტოპ სამ ბაზარს შორისაა თურქმენეთი (91.3 ათასი დოლარი) და თურქეთი (32 ათასი დოლარი)
2025 წელს სულ ექსპორტზე 13.4 მლნ დოლარის საფრენი აპარატის ნაწილები გავიდა.
საქართველოში მოქმედი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა აწარმოებს მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს სხვა ნაწილებს ამზადებს.
BM.GE
წყარო: bm.ge