მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GoPro-ს საკონტროლო პაკეტი Starman-მა $285 მილიონად შეიძინა
GoPro-ს საკონტროლო პაკეტი Starman-მა $285 მილიონად შეიძინა

GoPro-ს საკონტროლო პაკეტი Starman-მა $285 მილიონად შეიძინა

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 18:47|bm.ge

ამერიკულმა ოპტიკური კომპონენტების მწარმოებელმა კომპანია Starman Optical-მა ექშენ-კამერების მწარმოებელი GoPro-ს 90%-იანი წილი $285 მილიონად შეიძინა. ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგება GoPro-ს $92-მილიონიანი ვალის დაფარვას და ფინანსური წნეხის შემცირებას ისახავს მიზნად.

დარჩენილ 10%-იან წილს კამერების მწარმოებელი კომპანიის არსებული აქციონერები შეინარჩუნებენ. შეთანხმების დასრულება, რომლის შემდეგაც კომპანია საჯარო ვაჭრობაში დარჩება, წლის ბოლომდე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებისთვის ოპტიკური მასალის მწარმოებელი Starman-ი საკუთარ პროდუქციას GoPro-ს პორტფელში გააერთიანებს. პარტნიორები GoPro-ს მფლობელობაში არსებული 2,500-ზე მეტი ამერიკული პატენტის გამოყენებას კომერციულ, თავდაცვისა და AI მიმართულებებში გეგმავენ. ამას გარდა, მხარეებმა კრიტიკული ოპტიკური აღჭურვილობის წარმოების შეერთებულ შტატებში დაბრუნების სურვილიც გამოთქვეს.

საყურადღებოა, რომ სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, GoPro სამომხმარებლო ბაზარზე ტრადიციული მოწყობილობების გაყიდვას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარიგების მიზეზი ჩინური მეტოქეების, მათ შორის DJI-ისა და Insta360-ის მხრიდან გაზრდილი კონკურენცია და მეხსიერების ჩიპების გაძვირება გახდა. ივნისის კვარტალში კომპანიის შემოსავალი 2014 წლის პიკურ მაჩვენებელთან, $633.91 მილიონთან შედარებით, 80%-ზე მეტით შემცირდა. აღნიშნულმა ფაქტორებმა GoPro-ს ხელმძღვანელობა ივნისში კომპანიის მომავლის შესახებ სერიოზული გაფრთხილების გავრცელებამდე მიიყვანა.

რაც შეეხება ბაზრის რეაქციას, შეთანხმების გამოცხადების შემდეგ GoPro-ს აქციების ფასი 50%-ზე მეტით გაიზარდა.

ცნობისთვის, 2014 წელს ბირჟაზე გამოსვლისას GoPro-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $4 მილიარდს მიაღწია. წლების განმავლობაში კი მზარდი კონკურენციის ფონზე კომპანიის აქციების საბაზრო ღირებულება თითქმის 96%-ით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰონკონგის ბირჟაზე Shein-ის აქციების ფასი მეორე დღეა იკლებს - ოთხშაბათის სესიაზე ვარდნა 5%-ზე მეტია

ჰონკონგის ბირჟაზე Shein-ის აქციების ფასი მეორე დღეა იკლებს - ოთხშაბათის სესიაზე ვარდნა 5%-ზე მეტია

BM.GE

BP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ იან ტაილერი დაინიშნა

BP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ იან ტაილერი დაინიშნა

BM.GE

რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების დაჭერით?|თინა ხიდაშელის მოსაზრება

რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების დაჭერით?|თინა ხიდაშელის მოსაზრება

BM.GE

შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს

შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს

BM.GE