მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების დაჭერით?|თინა ხიდაშელის მოსაზრება
რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების დაჭერით?|თინა ხიდაშელის მოსაზრება

რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების დაჭერით?|თინა ხიდაშელის მოსაზრება

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 19:34|bm.ge

თავდაცვის ყოფილი უფროსის თინა ხიდაშელის აზრით, ბიძინა ივანიშვილს არა - ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სამომავლო პოლიტიკური ამბიციების შეეშინდა, არამედ ის ავტორიტარული მმართველობის კლასიკური წესით მოქმედებს.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" წამყვანის კითხვას - რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებით.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ ყოფილი თანაგუნდელებისა და განსაკუთრებით ყველაზე ერთგული კადრების დაპატიმრებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნებას ცდილობს.

თინა ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ძალაუფლებისა და ხელისუფლების გაყოფას და განაწილებას.

"ამიტომ რაში სჭირდება მას ირაკლი ღარიბაშვილი ან ვინმე სხვა პარტიის შიგნით ძალაუფლების ცენტრად?!" - თქვა ყოფილმა მინისტრმა და იქვე აღნიშნა, რომ დღესდღეობით, ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ამომრჩევლებში ყველაზე პოპულარულია ბიძინა ივანიშვილის შემდეგ.

"ახლა [იაპონიაში] ვმუშაობ კვლევაზე, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სახელისუფლებო გენეზისს ეხება. რამდენჯერაც ასეთ სისტემას მიადგები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოზე არ ვმუშაობ, ჩემთვის ემოციურად მუდმივად საქართველოს პორტრეტები ცოცხლდება. ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრების წარმოშობის არდაშვება და მათი ჩაკვლა დასაწყისშივე არის ტოტალიტარული მმართველობებისა და იმ ტიპის რეჟიმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი, რომლის დამყარებასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ცდილობს.

ირაკლი ღარიბაშვილი ფანტასტიკურად ერგება ამ ტენდენციას, იმიტომ რომ - კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ჩემი აზრია, თუმცა დარწმუნებული ვარ და ყველა არგუმენტი მაქვს - „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში ის იყო და დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ამიტომ პოტენციურად ასეთი ფიგურის განეიტრალება ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, თუკი მისი ამოცანა ის არის, რაც ზედაპირზე დევს. აღარ მგონია, რომ ამას რამე სიღრმისეული შრეები ჰქონდეს - რაც ზედაპირზეა, რეალობაც ის არის. რეალობა კი ის არის, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს. ის არ აპირებს ძალაუფლებისა და ხელისუფლების გაყოფას თუ განაწილებას; აპირებს ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნებას მანამ, სანამ ამას ფიზიკურად შეძლებს, ანუ სანამ ცოცხალი იქნება. მისი ამოცანა და ხედვა ასეთია; ამიტომ, რაში სჭირდება მას ირაკლი ღარიბაშვილი ან ვინმე სხვა პარტიის შიგნით ძალაუფლების ცენტრად?!", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

წამყვანის კითხვას - რამდენად ლოგიკური იყო რისკი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში წასულიყო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასე უპასუხა: "მე ვგულისხმობ დაპატიმრების პირველად მიზეზებს და არა იმას, რაც ახლა ხდება. ახლა რაც ხდება, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რეალურად რა ხდება. ღარიბაშვილს საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამს".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

60 საუკეთესო აბიტურიენტიდან 57-მა თავისუფალი უნივერსიტეტი აირჩია - ვატო ლეჟავა

60 საუკეთესო აბიტურიენტიდან 57-მა თავისუფალი უნივერსიტეტი აირჩია - ვატო ლეჟავა

BM.GE

აშშ-ის იერიშს ირანმა რეგიონული სამიზნეების დაბომბვით უპასუხა

აშშ-ის იერიშს ირანმა რეგიონული სამიზნეების დაბომბვით უპასუხა

BM.GE

საქართველოში ინტერნეტით შინამეურნეობების 93.5%-ია უზრუნველყოფილი | საქსტატი

საქართველოში ინტერნეტით შინამეურნეობების 93.5%-ია უზრუნველყოფილი | საქსტატი

BM.GE

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

BM.GE