მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს
შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს

შავი ზღვის ყველაზე ამბიციური პროექტი - Newsweek-ი Ambassadori Island Batumi-ს დეტალებს აქვეყნებს

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 19:26|bm.ge

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” შესახებ ამერიკულ გამოცემა Newsweek-ში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე მასშტაბურ პროექტზე.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 84 ჰექტარზე გაშლილი ხელოვნური კუნძული (რომელიც ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულისაგან შედგება) არ არის მხოლოდ უძრავი ქონების დეველოპმენტი - ეს არის მრავალფუნქციური ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, გასართობ, სამედიცინო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ჭკვიანი ქალაქისა და ESG სტანდარტების სრული დაცვით.

პროექტს "ამბასადორი ჯგუფი" საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს: პროექტირებასა და ინჟინერიას თურქული Yüksel Proje უძღვება, არქიტექტურულ კონცეფციაზე ნიუ-იორკული SHoP Architects მუშაობს, ხოლო გენერალურ დაგეგმარებასა და ჭკვიანი ქალაქის ინფრასტრუქტურის ინტეგრაციას გლობალური გიგანტი ARUP უზრუნველყოფს.

"ამბასადორი აილენდ ბათუმის" გენერალური დირექტორის, გოჩა კამკიას განცხადებით, პროექტის მრავალფუნქციური ფორმატი ინვესტორებისთვის ხანგრძლივ ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს, ხოლო ჯგუფის 2004 წლიდან დაგროვილი გამოცდილება სასტუმრო, უძრავი ქონების, მეღვინეობისა და გოლფის სექტორებში ბიზნესის მაღალ სანდოობას განაპირობებს.

სტატიაში დეტალურადაა განხილული პროექტის მასშტაბები და მიმდინარე სტატუსი.

ინფრასტრუქტურა და გეგმარება: კუნძულის ტერიტორიის 49% ეთმობა მწვანე და რეკრეაციულ სივრცეებს, პლაჟებსა და ზღვისპირა ბულვარს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ აერთიანებს მრავალფუნქციურ ურბანულ ინფრასტრუქტურას- საერთაშორისო სტანდარტების იახტ-კლუბს, საავიაციო ინფრასტრუქტურას, სასტუმროებს, საცხოვრებელ და მულტიფუნქციურ კომპლექსებს, სავაჭრო სივრცეებს, ბრენდულ ბუტიკებს, ფიტნესცენტრებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ ობიექტებს.

საინვესტიციო მოცულობა: "ამბასადორი ჯგუფს" პროექტში უკვე ჩადებული აქვს $100 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია. პარალელურად, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები კუნძულზე $1 მილიარდზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებენ, ხოლო ჯამური საინვესტიციო მოცულობა $5 მილიარდს გადააჭარბებს.

პროექტის დინამიკა: გენერალური გეგმის 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია - 48 ჰექტარის მიწის ფორმირება დასრულებულია და ექსპლუატაციაშია შესული, დაწყებულია პირველი ცათამბჯენის მშენებლობა, ხოლო კუნძულის სრული ფორმირება 2.5 წელიწადში დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

60 საუკეთესო აბიტურიენტიდან 57-მა თავისუფალი უნივერსიტეტი აირჩია - ვატო ლეჟავა

60 საუკეთესო აბიტურიენტიდან 57-მა თავისუფალი უნივერსიტეტი აირჩია - ვატო ლეჟავა

BM.GE

აშშ-ის იერიშს ირანმა რეგიონული სამიზნეების დაბომბვით უპასუხა

აშშ-ის იერიშს ირანმა რეგიონული სამიზნეების დაბომბვით უპასუხა

BM.GE

საქართველოში ინტერნეტით შინამეურნეობების 93.5%-ია უზრუნველყოფილი | საქსტატი

საქართველოში ინტერნეტით შინამეურნეობების 93.5%-ია უზრუნველყოფილი | საქსტატი

BM.GE

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

BM.GE