მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი განმარტავს, რა ჩვენებები მისცეს სასამართლოს ელისო კილაძემ და გიორგი მიქაძემ
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი განმარტავს, რა ჩვენებები მისცეს სასამართლოს ელისო კილაძემ და გიორგი მიქაძემ

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი განმარტავს, რა ჩვენებები მისცეს სასამართლოს ელისო კილაძემ და გიორგი მიქაძემ

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 23:01|bm.ge

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა ორმა მოწმემ - ელისო კილაძემ და გიორგი მიქაძემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ „რაიმე ფორმით გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობა ე.წ. ქოლ-ცენტრებთან მიმართებაში საერთოდ არ ჰქონიათ“. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ლანა ცერცვაძის თქმით, სასამართლო პროცესზე ელისო კილაძემ აღნიშნულ საქმეზე წარსულში დაკითხული ბრალდების ერთ-ერთი ძირითადი მოწმის, გივი ჯიბლაძის ჩვენების ანულირება მოახდინა.

„დაკითხულმა ორმა მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ რაიმე ფორმით გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობა ე.წ. ქოლ-ცენტრებთან მიმართებაში საერთოდ არ ჰქონიათ. გარდა ამისა ქალბატონი ელისო კილაძე იკითხებოდა დღევანდელ პროცესზე, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვნად და ძალიან უტყუარი ფაქტებით მოახდინა ბრალდების ერთ-ერთი ძირითადი მოწმის ჩვენების ანულირება სრულად. 2018 წლიდან, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებამდე ფიზიკურად კომუნიკაციის ნულოვანი შესაძლებლობა ჰქონდა აღნიშნულ პირს, ბრალდების ერთ-ერთ მოწმეს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან. მოწმემაც კი ვერ ისაუბრა პირდაპირ კომუნიკაციაზეც. უშუალო შემხებლობაზე ვერ დაასახელა ფაქტები, ვერ მოიტანა ვერც ჩანაწერები,ვერც მიმოწერები, სატელეფონო ზარები. ვერაფერი ვერ წარმოადგინა გარდა ზოგადი ინფორმაციისა მფარველობის შესახებ.

ქალბატონი ელისო კილაძე მხოლოდ ზოგადი ფრაზებით არ შემოფარგლულა, მან მთელი ამ წლების განმავლობაში თუ როგორ ვერ იქნებოდა[ბრალდების მოწმე] ფიზიკურად კონტაქტში, ვერც უშუალოდ და ვერც ირიბად გრიგოლ ლილუაშვილთან, სწორედ ამ დეტალებზე ისაუბრა თავის სახელების, გვარების, ადგილების მითითებით, რაც ბუნებრივია დასტურდება იმ მტკიცებულებებით, რაც დაცვის მხარეს უკვე წარმოდგენილი აქვს სასამართლოში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ლანა ცერცვაძის განცხადებით, ბრალდების მოწმის, გიორგი ჯიბლაძის ჩვენება გამამტყუნებელ განაჩენს არ უნდა დაედოს საფუძვლად, რადგან „ჯილდოს სახით“ პერსპექტივა აქვს ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.

„იმ მოწმეს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომლის ჩვენების გაბათილებაც მოახდინა ელისო კილაძემ, ფაქტობრივად ჯილდოდ საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა მის წინა სისხლის სამართლის საქმეზე. დღეის მდგომარეობით ქოლ-ცენტრების ეპიზოდზეა ბრალდებული და ათი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გარეთ მყოფის და სამომავლოდაც ბუნებრივია აქვს პერსპექტივა საპროცესო შეთანხმების გაფორმების. როდესაც პირი ბრალდებულის სტატუსის მატარებელია და მას საპროცესო შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა აქვს, ასეთი ჩვენება გამამტყუნებელ განაჩენს არ უნდა დაედოს საფუძვლად“, - განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • ხატია დეკანოიძის თქმით ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდებაფორმულა
  • სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლის შესარჩევი კონკურსი ისევ გახანგრძლივდანეტგაზეთი
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართაიმედი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნარუსთავი 2
სასამართლოში →ადვოკატი →

მსგავსი სტატიები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის ევროპულ მისწრაფებებს დროებითი უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის ევროპულ მისწრაფებებს დროებითი უწოდა

BM.GE

4 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

4 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა 86 ტონა ოქრო აშშ-დან და კანადიდან დიდ ბრიტანეთში გადაიტანა

ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა 86 ტონა ოქრო აშშ-დან და კანადიდან დიდ ბრიტანეთში გადაიტანა

BM.GE

ანტონიო კოშტას თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტი არ დამტკიცდება, თუ საერთო გადასახადების შემოღებაზე შეთანხმება ვერ შედგება

ანტონიო კოშტას თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტი არ დამტკიცდება, თუ საერთო გადასახადების შემოღებაზე შეთანხმება ვერ შედგება

BM.GE