მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლის შესარჩევი კონკურსი ისევ გახანგრძლივდა - Netgazeti
სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლის შესარჩევი კონკურსი ისევ გახანგრძლივდა - Netgazeti

სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლის შესარჩევი კონკურსი ისევ გახანგრძლივდა - Netgazeti

ნეტგაზეთი1 სექტემბერი, 2026, 18:59|netgazeti.ge

საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ვადა გახანგრძლივდა – ამჯერად წლის ბოლომდე. (31.12.2026)

აქამდე ცნობილი იყო, რომ განცხადებების მიღება დღეს, 1 სექტემბერს სრულდებოდა.

პაატა სალიას 1 სექტემბრის ბრძანებით მოსამართლეობის კანდიდატების სია ევროპის საბჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 2027 წლის 31 იანვრისა. საქართველოს მხრიდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მოსამართლე აირჩევა მაქსიმუმ 9 წლის ვადით.

გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კომისიის 13 წევრიდან 4 „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირია.

„ევროსასამართლოს შესარჩევი კონკურსია გამოცხადებული 9 თვეზე მეტია და ერთეული განაცხადები შევიდა, სავარაუდოდ იმიტომ რომ არავინ ენდობა ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ კონკურსებს. კომისიის 13 წევრიდან 4 ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირია. 3 სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი (ამ უნივერსიტეტებზე სრული კონტროლი აქვს ქართულ ოცნებას თებერვლის ცვლილებებით). ასევე დიმიტრი გვრიტიშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს სანქცირებული მოსამართლე როინიშვილი. 13-დან 12 კაცია. დღეს მეოთხედ გაგრძელდა კონკურსი ამჯერად წლის ბოლომდე. ქართულმა ოცნებამ იცის რომ ეს კონკურსი ისე ვერ ჩაივლის როგორც მისი ჩატარებული სხვა კონკურსები, რადგან სტრასბურგში სამი დონის კონტროლს გადის ეს პროცედურა“, – წერს გიორგი ბურჯანაძე.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი; 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება; პროფესიით იყო იურისტი.

დამატებითი მოთხოვნებია:

• ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენის მომენტისათვის იქნება 65 წლამდე ასაკის; • სრულყოფილად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას; • კარგად (არანაკლებ B2 დონეზე) ფლობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისურს ან ფრანგულს); • ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ფლობა კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება; • აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხით; • აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება; • სრულყოფილად ფლობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და შესაბამის პრეცედენტულ სამართალს; • სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას; • აკმაყოფილებს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან არის აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არჩევის ექსპერტ მრჩეველთა პანელის; • აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.

იხილეთ ამავე თემაზე:

ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საია

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • Sony და Warner-ი Anthropic-ს სასამართლოში უჩივიან - რაში სდებენ კომპანიები ბრალს AI სტარტაპს?BM.GE
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართაიმედი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობს

ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობს

ნეტგაზეთი

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ორმხრივი გახდება” – მირზოიანი

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ორმხრივი გახდება” – მირზოიანი

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი