მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს ჩამოერთვა 70 უძრავი ქონება, 17 სატრანსპორტო საშუალება...|პროკურატურის განცხადება
გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს ჩამოერთვა 70 უძრავი ქონება, 17 სატრანსპორტო საშუალება...|პროკურატურის განცხადება

გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს ჩამოერთვა 70 უძრავი ქონება, 17 სატრანსპორტო საშუალება...|პროკურატურის განცხადება

BM.GE23 ივლისი, 2026, 19:41|bm.ge

გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავ ანდრია ლილუაშვილს, რომელსაც დღეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, ასევე მისი ეკვივალენტური უძრავ-მოძრავი ქონება.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, მას ჩამოერთვა დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა მისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, რის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილი ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს. 2021-2022 წლებში, თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით ქრთამის სახით მიიღო 1 365 000 აშშ დოლარი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ ფულის გათეთრების მიზნით, თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობიდან მიღებული უკანონო შემოსავალი, ასევე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხები, ანდრია ლილუაშვილმა როგორც პირადად, ასევე მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით განათავსა სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ინვესტირება მოახდინა მასთან აფილირებულ კომპანიებში და მრავალჯერადი ფინანსური ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავალი მიმართა საქართველოსა და საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ანდრია ლილუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, ასევე მისი ეკვივალენტური უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ: დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები", - ავრცელებს პროკურატურა.

შეგახსენებთ, რომ ანდრია ლილუაშვილს გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის და სხვა დანაშაულების გამო მიესაჯა 12-წლიანი პატიმრობა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობა თბილისის გეზის მიმდებარედ 54,769 კვ.მ-ის მიწას ₾4.9 მილიონად ყიდის

მთავრობა თბილისის გეზის მიმდებარედ 54,769 კვ.მ-ის მიწას ₾4.9 მილიონად ყიდის

BM.GE

წელს ღვინის ექსპორტში რეკორდული მაჩვენებელი გვექნება, ახალი ბაზრებიც დაგვემატა - "ფაფრის ველი"

წელს ღვინის ექსპორტში რეკორდული მაჩვენებელი გვექნება, ახალი ბაზრებიც დაგვემატა - "ფაფრის ველი"

BM.GE

ნავთობი, დეველოპმენტი და დიდუბის ავტოსადგური - როგორია ანდრია ლილუაშვილის, რეგისტრირებული აქტივები?

ნავთობი, დეველოპმენტი და დიდუბის ავტოსადგური - როგორია ანდრია ლილუაშვილის, რეგისტრირებული აქტივები?

BM.GE

ენერგოსისტემის მთავარი გამოწვევა სეზონურობაა-თურქეთის ბაზარი ისეთი მაღალტარიფიანი აღარ იქნება, როგორც ადრე - მარიამ ჩახვაშვილი

ენერგოსისტემის მთავარი გამოწვევა სეზონურობაა-თურქეთის ბაზარი ისეთი მაღალტარიფიანი აღარ იქნება, როგორც ადრე - მარიამ ჩახვაშვილი

BM.GE