მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება" - მიხეილ სარჯველაძე
"გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება" - მიხეილ სარჯველაძე

"გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება" - მიხეილ სარჯველაძე

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 17:45|bm.ge

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის აქტიური ფაზა ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან ამოქმედდება - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, უწყება იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია და წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, პროგრამა უცვლელი დიზაინითა და პირობებით განხორციელდება.

"გრიპის საწინააღმდეგო აცრების აქტიური ფაზა სტანდარტულად ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრის დასაწყისიდან იწყება. შესაბამისად, ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს საიმისოდ, რომ როგორც შარშან ან წინა წლებში ხორციელდებოდა, იმავენაირად წარიმართოს ეს პროგრამა. ის ხელმისაწვდომი იქნება იმავე პირობებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. პროგრამის დიზაინი პრაქტიკულად უცვლელად, სტაბილურად შენარჩუნდება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, წელს საქართველოში დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რომელიც 3-კომპონენტიანია და მოიცავს 2 "ა" ტიპის (მისურის და დარვინის შტამები) და 1 "ბე" ტიპის (ტოკიოს შტამი) კომპონენტს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

BM.GE

ინვესტიციები ახალ რეალობაში: როგორ ცვლის LANDO.GE უძრავი ქონებისა და მიწის ბაზრის სტანდარტებს (რ)

ინვესტიციები ახალ რეალობაში: როგორ ცვლის LANDO.GE უძრავი ქონებისა და მიწის ბაზრის სტანდარტებს (რ)

BM.GE

„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს

„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს

BM.GE

ოქროს გაუფასურებამ სებ-ის რეზერვების ღირებულება $97 მილიონით შეამცირა

ოქროს გაუფასურებამ სებ-ის რეზერვების ღირებულება $97 მილიონით შეამცირა

BM.GE