
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია - ვის შეხვდება ხან ჭენგი?
BM.GE|bm.ge
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხან ჭენგის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge