მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გუდაურის ბიზნესასოციაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სსიპ MTA-ს აუდიტის მოთხოვნით მიმართა
გუდაურის ბიზნესასოციაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სსიპ MTA-ს აუდიტის მოთხოვნით მიმართა

გუდაურის ბიზნესასოციაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სსიპ MTA-ს აუდიტის მოთხოვნით მიმართა

BM.GE3 მაისი, 2026, 03:01|bm.ge

გუდაურის ბიზნესასოციაციამ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს „მთის ტრასების სააგენტოს“ [MTA] საქმიანობის აუდიტის მოთხოვნით მიმართა.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გუდაურის ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელმა და რესტორან „მთვრალი ალუბალის“ მფლობელმა მირანდა ესაკიამ განაცხადა.

"ჩვენი განცხადება უკვე დარეგისტრირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და ველოდებით, როდის მიიღებენ წარმოებაში. განცხადებაში ჩვენ დავასაბუთეთ, რატომ მივმართეთ [გენერალურ აუდიტორს] და რატომ ვითხოვთ, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა (MTA) საქმიანობა და გაასაჯაროოს უშუალოდ გუდაურის ფინანსური ბალანსი 2023–2026 წლებისთვის“, - განაცხადა მირანდა ესაკიამ.

"მთის ტრასების სააგენტო" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სსიპ-ია. MTA მართავს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს 4 მთის კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე. „მთის ტრასების სააგენტოს“ ამჟამად ირაკლი ბურჭულაძე ხელმძღვანელობს.

მირანდა ესაკია, უკვე წლებია, „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) საქმიანობას მკაცრად აკრიტიკებს. ამჟამად, ბიზნესსექტორის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სსიპ-ის გაუმჭვირვალე ფინანსური მენეჯმენტი, არაეფექტიანი საქმიანობა და 2025-2026 წლების სეზონის ნაადრევი დახურვაა, როცა გუდაურში თოვლია.

"წერტილთან“ ინტერვიუში გუდაურის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელმა მოიშველია უშუალოდ MTA-ს 2024 წლის ფინანსური ანგარიშგება, სადაც მისი თქმით, „შოკის მომგვრელი ფაქტები იკვეთება“.

"ინვენტარიზაციის არარსებობა: „აუდიტორი პირდაპირ წერს, რომ MTA-მ ვერ მოახდინა საკუთარი აქტივების ინვენტარიზაცია. კომპანიამ, რომლის სახელფასო ბიუჯეტი 20 მილიონია, საკუთარი ქონება ვერ დათვალა.“

ბუნდოვანი მოგება: „2023 წლის 93-მილიონიანი „მოგება“ არა ოპერაციული საქმიანობიდან, არამედ გაურკვეველი საბუღალტრო ცვლილებებიდან ან სუბსიდიებიდან მოდის, მაშინ როცა რეალურად კომპანია ზარალიანია.

კურორტების ბალანსი: „ბიზნესი ითხოვს გუდაურის ფინანსური ბალანსის ჩაშლას, რადგან არსებობს ეჭვი, რომ „გუდაურის ხარჯზე ცხოვრობს დანარჩენი კურორტები“, თავად გუდაურს კი ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ აქვს“, - განაცხადა მირანდა ესაკიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნაფორმულა
  • იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნარუსთავი 2
  • სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებსტვ პირველი
  • საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავაიმედი
სამსახური →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE