მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GWP: რუსთაველის გამზირზე გადაბრუნებული სატვირთოს ინციდენტისას შრომის უსაფრთხოების ნორმები დაირღვა
GWP: რუსთაველის გამზირზე გადაბრუნებული სატვირთოს ინციდენტისას შრომის უსაფრთხოების ნორმები დაირღვა

GWP: რუსთაველის გამზირზე გადაბრუნებული სატვირთოს ინციდენტისას შრომის უსაფრთხოების ნორმები დაირღვა

BM.GE6 აგვისტო, 2026, 21:09|bm.ge

რუსთაველის გამზირზე, სადაც წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელი ავტომანქანა გადაბრუნდა.

„ინრადიოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მძღოლს სატვირთოში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა, რომელიც ადგილზე მყოფებმა ამოიყვანეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომპანია GWP-ის განმარტებით, ინციდენტი ტექნიკის მოცურებამ გამოიწვია:

„რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ჯივიპის კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია. მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად გამოყვანის მცდელობისას ტრანშიის კიდე დამატებით დაზიანდა და ავტომანქანა გადაბრუნდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ობიექტზე სამუშაო პროცესი შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სახელშეკრულებო პირობების უხეში დარღვევა - თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი.

ჯივიპის შესაბამისი სამსახურები ადგილზე იკვლევენ ფაქტს დეტალურად დაზუსტების მიზნით. მოკვლევის დასრულებისთანავე, კომპანია კონტრაქტორი ორგანიზაციის მიმართ გაატარებს ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ზომებს“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

BM.GE

2026 წლის ხუთ თვეში "მაგთის", "სელფის" და "სილქნეტის" შემოსავალი ₾393 მილიონამდე გაიზარდა

2026 წლის ხუთ თვეში "მაგთის", "სელფის" და "სილქნეტის" შემოსავალი ₾393 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE

12-მილიონიანი თაღლითობის საქმე - „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს 12, ხოლო იურისტს 8 წლით პატიმრობა მიესაჯათ

12-მილიონიანი თაღლითობის საქმე - „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს 12, ხოლო იურისტს 8 წლით პატიმრობა მიესაჯათ

BM.GE

"საქართველოს რკინიგზაში" ₾1 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი

"საქართველოს რკინიგზაში" ₾1 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE