მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰაკერულმა დაჯგუფებამ FBI-ის ბაზები გატეხა და თანამშრომელთა მონაცემები მოიპარა
ჰაკერულმა დაჯგუფებამ FBI-ის ბაზები გატეხა და თანამშრომელთა მონაცემები მოიპარა

ჰაკერულმა დაჯგუფებამ FBI-ის ბაზები გატეხა და თანამშრომელთა მონაცემები მოიპარა

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 02:58|bm.ge

ცნობილმა ჰაკერულმა დაჯგუფება ShinyHunters-მა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) სისტემებში შეღწევისა და უწყების მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების მასშტაბური პერსონალური მონაცემების მოპოვების შესახებ განაცხადა.

ჰაკერების თავდასხმის სამიზნე FBI-ის ვაკანსიების პორტალი FBIjobs.gov და სპეციალური აგენტების აპლიკაციების სისტემა გახდა. დაჯგუფების მტკიცებით, იერიში პასუხია ბიუროს მიერ 2026 წლის მაისში გამოქვეყნებულ გაფრთხილებაზე, სადაც ShinyHunters-ის მეთოდოლოგია იყო მხილებული, ხოლო დაზარალებულებს გამოსასყიდის გადახდისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ. ჰაკერების განცხადებით, მათ მოიპოვეს ინფორმაცია თითქმის ყველა FBI-ის აგენტსა და იმ პირებზე, ვისაც ოდესმე ბიუროში დასაქმების განაცხადი შეუტანია.

საკუთარი განცხადების დასადასტურებლად ჯგუფმა 5,000 აგენტის მონაცემთა ნიმუში გამოაქვეყნა. გავრცელებული ფაილები მოიცავს აგენტების სახელებს, საცხოვრებელ მისამართებს, სოციალური უზრუნველყოფის ნომრებს, მათ სამუშაო დავალებებსა და ოჯახის წევრების მონაცემებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თავად FBI-ში განაცხადეს, რომ უწყება FBIjobs.gov-თან დაკავშირებულ არასანქცირებულ აქტივობაზე ინფორმირებულია და ინციდენტს იძიებს. ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, მოპოვებულია თუ არა მონაცემები უშუალოდ ბიუროს შიდა შიდა ქსელებიდან, თუმცა უწყების ვაკანსიების პორტალზე წვდომა ამჟამად შეზღუდულია.

ცნობისთვის, ShinyHunters-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელმაც ბოლო პერიოდში ვიდეოთამაშების დეველოპერი Rockstar Games და საგანმანათლებლო პლატფორმა Canvas-ი დააზარალა. ShinyHunters-ის საქმიანობა ციფრულ გამოძალვას და გამოსასყიდის სანაცვლოდ მონაცემების უსაფრთხოდ უკან დაბრუნებას მოიცავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE