
ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტს რეკორდული $3 მილიარდი შესწირა
ჰეჯ-ფონდ Citadel-ის დამფუძნებელმა, კენ გრიფინმა მელონის უნივერსიტეტს უპრეცედენტო მოცულობის დაფინანსება გადასცა და ერთბაშად $3 მილიარდი შესწირა.
როგორც ირკვევა, მაიკლ ბლუმბერგის, ჯონ დოერისა და ფილ ნაითის მიერ გაღებული თანხების გადასწრებით მილიარდერმა უმაღლესი განათლების ფილანთროპიაში ისტორიული რეკორდი დაამყარა.
გამოყოფილი ბიუჯეტიდან $2 მილიარდი მაიამიში ახალი კამპუსის მშენებლობას, ხოლო დარჩენილი $1 მილიარდი კომპიუტერული მეცნიერებების სკოლასა და უნივერსიტეტის სხვა სტრატეგიულ პრიორიტეტებს მოხმარდება.
პარალელურად, მილიარდერმა ფილანთროპიულ მიზნებში, ძირითადად სამედიცინო კვლევებსა და განათლებაში, დამატებით $2.5 მილიარდი დახარჯა. ამას გარდა, მან ჰარვარდის უნივერსიტეტს $500 მილიონი, ჩიკაგოს უნივერსიტეტს $220 მილიონი, ხოლო მაიამი დეიდის კოლეჯს $20 მილიონი გამოუყო.
ცნობისთვის, მილიარდერს მელონის უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია. მან ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა 1989 წელს. შესაბამისად, ამ უნივერსიტეტზე არჩევანი მან ღირებულებების, სამომავლო ხედვისა და აკადემიური კულტურის გამო გააგეთა.
$57.5 მილიარდის ქონებით კენ გრიფინი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 33-ე ადგილს იკავებს და უოლ-სტრიტზე ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.
BM.GE
წყარო: bm.ge