მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Helio AI-ს მომხმარებლები უკვე 9 ქვეყნიდან ჰყავს - სტარტაპი აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავს
Helio AI-ს მომხმარებლები უკვე 9 ქვეყნიდან ჰყავს - სტარტაპი აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავს

Helio AI-ს მომხმარებლები უკვე 9 ქვეყნიდან ჰყავს - სტარტაპი აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავს

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 03:18|bm.ge

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Helio AI მომხმარებლების მოზიდვას ევროპულ ბაზარზე აგრძელებს და 2027 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფართოებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე კომპანიის რეკრუტინგის პლატფორმას 9 ქვეყნის კომპანიები იყენებენ, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და მოლდოვაში, სადაც Helio AI-მ მომხმარებლები უკვე მოიზიდა.

როგორც BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იაკო ჯიქიამ განაცხადა, დაახლოებით ერთი წლის წინ 1-მილიონ დოლარიანი საინვესტიციო რაუნდის დახურვის შემდეგ კომპანიამ გუნდის გაფართოებასა და პროდუქტის ევროპული ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებაზე იმუშავა.

"მთელი ეს ერთი წელი ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდიოდა გუნდის გაზრდაზე, პროდუქტის ევროპის ქვეყნებისთვის დახვეწაზე და მარეგულირებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. დღეს უკვე ბრიტანეთიდან გვყავს მომხმარებლები, მოლდოვიდანაც. მოლდოვაში პრაქტიკულად Visa-სთან ერთად გავეშვით საერთო პარტნიორობით", - განაცხადა იაკო ჯიქიამ.

მისი განმარტებით, ევროპულ ბაზარზე მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ადგილობრივ ტექნოლოგიურ პლატფორმებთან ინტეგრაცია და რეკრუტინგის პროცესების განსხვავებულ მოთხოვნებზე პროდუქტის მორგება აღმოჩნდა.

"ევროპის ქვეყნებში სულ სხვა პლატფორმებს იყენებენ, რომლებსაც ჩვენს რეგიონთან საერთო არაფერი აქვთ. ამიტომ ინტეგრაციებია საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტი მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ამასთან, მათ პროცესებში დაახლოებით ორი-სამი ეტაპით მეტი აქვთ, ვიდრე ჩვენს რეგიონში და ესეც გასათვალისწინებელია", - განმარტავს ჯიქია.

Helio AI ხელოვნური ინტელექტისა და გემიფიკაციის გამოყენებით რეკრუტინგის პროცესის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს : „უზბეკეთი საკმაოდ სპეციფიკური ბაზარია. იქ საქმიანობის დაწყებას არაერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება სჭირდება, როგორც საკანონმდებლო, ისე ტექნიკური მიმართულებით. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ინტეგრაციები განვახორციელეთ და უზბეკეთში მსხვილი კლიენტების მოზიდვაც შევძელით. მათ შორისაა TBC Bank Uzbekistan“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ჯიქიას ინფორმაციით, საერთაშორისო გაფართოების ერთ-ერთი მიმართულება სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობაა, რაც კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება. ამჟამად Helio AI-ის პლატფორმას ცხრა ქვეყნის კომპანიები იყენებენ, რომელთა საქმიანობა სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება.

კომპანიის გეგმებში 2027 წლის პირველ ნახევარში ახალი ბაზრების ათვისება და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფართოებაც შედის. ჯიქიას თქმით, აშშ-ის რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყების პროცესი უკვე მიმდინარეობს.

„ვფიქრობთ ამერიკის ბაზარზეც და რამდენიმე კომპანია უკვე ინტეგრაციის პროცესშია. გვინდა შევხედოთ, როგორ ვიმუშავებთ საოპერაციო ნაწილში და როგორი იქნება პროდუქტის მორგება. პარალელურად რამდენიმე ბაზარს ვტესტავთ და ვნახოთ, რომელი იქნება ყველაზე ძლიერი და სად გავაკეთებთ აქცენტებს 2027 წლის განმავლობაში“, - განაცხადა იაკო ჯიქიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Brookfield-ი Blackstone-ისგან ინდურ PGP Glass-ს $1.7 მილიარდად შეიძენს

Brookfield-ი Blackstone-ისგან ინდურ PGP Glass-ს $1.7 მილიარდად შეიძენს

BM.GE

საქართველოდან ბევრი კლინიკა გადავა იმ ქვეყნებში, სადაც სუროგაცია დაშვებულია - ნატალია ხონელიძე

საქართველოდან ბევრი კლინიკა გადავა იმ ქვეყნებში, სადაც სუროგაცია დაშვებულია - ნატალია ხონელიძე

BM.GE

"რატომ უნდა უწევდეთ კლინიკებს რაღაცის მტკიცება, თუ მათ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს?!"| სანდრო ურუშაძე - DRG მოდელზე

"რატომ უნდა უწევდეთ კლინიკებს რაღაცის მტკიცება, თუ მათ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს?!"| სანდრო ურუშაძე - DRG მოდელზე

BM.GE

ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს

ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს

BM.GE